„აჰა შენ კიკუ 30 მანეთი და გაიხადე“, - ამის შესახებ დავით (ტორნადო) გაბუნია ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით სოციალურ ქსელში წერს. ის წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებს იმის გამო აბულინგებს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდო მიიღეს და ამისთვის მადლობაც გადაიხადეს.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.