ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამიხდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატს ალბათ არავინ ელოდებოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სათითაოდ ყველას, რომ გვერდით გვედექით ამ რთული თამაშების დროს“, - აღნიშნავს მამარდაშვილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა. მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში გაიმართა.