ეს წარმატება ვერ მოვიდოდა თქვენი ლოცვა-კურთხევის და უფლის წყალობის გარეშე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უზომოდ მადლიერები ვართ. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. თქვენი ლოცვა-კურთხევა იყო ჩვენი ბიჭებისთვის, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ეს წარმატება ვერ მოვიდოდა თქვენი ლოცვა-კურთხევის და უფლის წყალობის გარეშე“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა. მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში გაიმართა.