თუ ფულზე იყიდები არაფრად ვარგიხარ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი წერს, რითაც ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდოს მიღებას ფეხბურთელების მიერ.
როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.