ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდით სახეზე და არ ვიცოდით სად არსებობდა, ოთხმოცდაათიანებში იმდენ რამეს აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილის ამ საქმეს ძალიან კარგად უპასუხეს თვითონ ფეხბურთელებმა. არა იმისისთვის არის გასადიდებელი რატომ გააკეთა, რატომ არ აკეთებს სხვა ამას, - გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოზე ისაუბრა.
„ეს ხომ საერთო სიხარულია, საერთო აღმაფრენამ გაგვაერთიანა და ამაში ჩვენც ხომ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რაც შეგვიძლია. ჩვენ მოდით ვთქვათ ასე, რატომ სხვა არ აკეთებს ამას. ეს შეწირულობა რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაეკეთებინა, მაშინ გენახათ თქვენ, რა ატყდებოდა სოციალურ ქსელში, „ეს რა გააკეთა“, „რატომ არ დააჯილდოვა“, „დაენანა“. ყოველთვის მოძებნიან ადამიანები, რომ თავიანთი უარყოფითი განწყობა რაღაცით გამოკვებონ. ეს ნუ გაგვიკვირდება. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძირითადი გუნდი, საქართველო შეკრული ვართ, მაგრამ ყოველთვის არსებობს ადამიანი თავისი აზრისა და განწყობის. აღქმების საუკუნეაო, ამბობენ. ფაქტს არ აღიარებს ადამიანი და თავის აღქმას მიჰყვება. ვაპატიოთ მათაც და თავად მოჰკითხონ საკუთარ თავს თავიანთი პრობლემა“, - აღნიშნა რაზიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს, - ამის შესახებ აღიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.