ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ის შრომა, რაც ამ წარმატებაში ჩავდეთ და ეს არის წლების შრომა, ფინანსურადაც დაგვიფასდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს გამოეხმაურა.
„მთელი ქვეყნის გული მოვიგეთ. სასწაული გარემო დაგვხვდა და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ის შრომა, რაც ამ წარმატებაში ჩავდეთ და ეს არის წლების შრომა, ფინანსურადაც დაგვიფასდა. მადლობელი ვარ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.