კულება: ომში ვითარების შესაცვლელად გვჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა

კულება: ომში ვითარების შესაცვლელად გვჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა

ომში ვითარების შესაცვლელად გვჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე უკვე იღებს გადაწყვეტილებებს, რათა შეიცვალოს ტენდენციები ფრონტზე, თუმცა არსებობს ორი ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პარტნიორებმა უნდა მიიღონ.

„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ უკრაინის საზღვრებს გარეთ დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვას რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, მთავარია რუსული ბომბდამშენების განადგურება აეროდრომებზე და ჰაერში.

მან ასევე განაცხადა, რომ მეორე გამოსავალი, რომელიც ფრონტზე ვითარების შესაცვლელად ყველაზე მნიშვნელოვანია, არის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა.