რუსეთის პრეზიდენტი მოძრაობა „თალიბანს“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ მიიჩნევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება პუტინმა ასტანაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„ზოგადად, უნდა გამოვიდეთ იქედან, რომ „თალიბანი“ აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით, ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოკავშირეები არიან ტერორიზმთან ბრძოლაში“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებულია იმ ძალაუფლების და სახელმწიფოს სტაბილურობით, რომელსაც ის მართავს.
„დარწმუნებული ვარ, „თალიბანიც“ დაინტერესებულია, რომ ავღანეთში ყველაფერი მშვიდობიანად იყოს და ქვეყანა გარკვეულ წესებს დაემორჩილოს“, – განაცხადა პუტინმა