არჩილ გორდულაძე „ფარაზე“: საინტერესოა, შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური პოსტი გამოქვეყნებული აქვს თუ არა აშშ-ში ინგლისურ ენაზე მოქმედ ამერიკულ კანონთან დაკავშირებით? დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა

არჩილ გორდულაძე „ფარაზე“: საინტერესოა, შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური პოსტი გამოქვეყნებული აქვს თუ არა აშშ-ში ინგლისურ ენაზე მოქმედ ამერიკულ კანონთან დაკავშირებით? დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ფარასთან“ დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„საინტერესოა, შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური პოსტი გამოქვეყნებული აქვს თუ არა აშშ-ში ინგლისურ ენაზე მოქმედ ამერიკულ კანონთან დაკავშირებით? დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა.

თუ არავის არაფერი დასამალი არ აქვს და პირიქით, მათი მოქმედებები შეესაბამება საქართველოს ხალხის ინტერესს, ჩვენ გვაქვს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი თანხმობა და კეთილი საქმეებისთვის დახარჯონ თავისი თანხები“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამერიკული „ფარას“ ქართული ასლის კრიტიკოსთა შორის ამჯერად შვეიცარიის საელჩო მოხვდა. გამჭვირვალობის მოთხოვნით დიპლომატიური უწყების აღშფოთების ფონზე ისევ უპასუხოდ რჩება საქართველოს ხელისუფლების კითხვა - რას ხმარდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრები საქართველოში?