აშშ-ს საელჩოში უნდა მოვიდეს ის ახალი შემადგენლობა, რომელიც სწორე ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს. ეს არის საქართველოსთან ერთობლივ ეკონომიკურ-საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობა, პარტნიორობა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
„რითაც იყო დაკავებული კელი დეგნანი ან დანიგანი, ეს პროცესები არ იყო მიმართული არც კეთილდღეობაზე, არც სტაბილურობაზე და არც ეკონომიკურ პროექტებზე. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოსთან“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია.
„ლოგიკურად, პენსიაზე თუ არა, ყოველ შემთხვევაში სხვა სამსახურში გადასვლა მოუწევს დანიგანის მოადგილეს ალან პერსეს. ეს არის ძალიან საინტერესო პიროვნება, ჯორჯ კენტის კადრი, იმ ჯორჯ კენტის, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო 2014 წლის კიევის მაიდანისა. ეს არის ადამიანი, რომელიც აყალიბებდა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს სტაფს, ეს არის ადამიანი, რომელმაც უკრაინისთვის შექმნა ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო. ალან პერსელი იყო მარჯვენა ხელი ჯორჯ კენტის და წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ფერადი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში. დიდი იმედი მაქვს რომ მას გაუშვებენ საქართველოდან“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა დღეს დატოვა.