მარინ ლე პენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება, ჩაითვალოს ინტერვენციის ფორმად

მარინ ლე პენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება, ჩაითვალოს ინტერვენციის ფორმად

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი მარინ ლე პენი, საფრანგეთის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფრანგი ხალხი სუვერენული საგარეო პოლიტიკისკენ მიილტვის.

„როდესაც ასეთ საჩვენებელ და პროვოკაციულ „ტვიტს“ აკეთებ, ეს შეიძლება, ჩაითვალოს ინტერვენციას ფორმად“, – განაცხადა ლე პენმა.

ამავდროულად, ლე პენმა გაიმეორა, რომ თუ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს უკრაინის მხარდაჭერას შეინარჩუნებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ფრანგი ჯარისკაცი არ გაიგზავნება საფრანგეთიდან ფრონტის ხაზზე.