ფასდაუდებელი იყო და არის ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედება. რა შედეგებსაც დღეს ვუყურებთ და თაობები რა პირობებშიც იზრდებიან, აბსოლუტურად ფონდის დამსახურებაა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ფასდაუდებელი იყო და არის ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედება. იცით ის 15 სარაგბო ბაზა [„ქართუს“ აშენებული] და რა შედეგებსაც დღეს ვუყურებთ და თაობები რა პირობებშიც იზრდებიან, აბსოლუტურად ფონდის დამსახურებაა. თუმცა ცენტრალური მოედანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ისეთი დონის ტურნირზე ვისაუბროთ, როგორიც 6 ერის, თუ 7 ერის ტურნირზე დამატებაა. ვატყობთ, რომ 20-25 ათასი ადამიანი მუდმივად ესწრება თამაშებს. ჩვენი მონაცემებით, ჩამომსვლელი უცხოელებიც 5-6 ათასია. ფასდაუდებელია ეს შედეგები. მადლობა კიდევ ერთხელ მთავრობას, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის. ამას უცხოური მედიაც გამოეხმაურა, რადგან ძალიან ხმამაღალი განაცხადი იყო. იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს მოედანი იქნება მზად, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ამ დიდი ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა ტყემალაძემ.