ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ხვალ დიდი ზეიმი გვაქვს. ჩვენ ვიწვნიეთ მსოფლიო ჩემპიონატზე წაგება ფიჯისთან, ამ მხრივაც პრინციპული იქნება მათი დამარცხება. ბიჭები საუკეთესო ფორმაში არიან. დიდი ზეიმია. მოედანი თითქმის სავსეა. ყველა ბილეთი გაყიდულია. იმ მაღალ ტალღას, რომელიც ფეხბურთელებმა შემოგვთავაზეს, იმედია, ხვალ ჩვენც მხარს ავუბამთ და ერთიანად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.
ბორჯღალოსნებს ივლისში სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ეროვნული ნაკრების მორაგბეები დანარჩენ 2 მატჩზე, რომელიც 13 და 20 ივლისსაა დაანონსებული, ტიერ1-ის გუნდებს : იაპონიასა და ავსტრალიას სტუმრად ეთამაშებიან. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდაიში „საკურებს“ ეთამაშება, ხოლო 20 ივლისს სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება.