"სად მი­დის ენერ­გე­ტი­კი­დან 900 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი?!"

ბო­ლო დღე­ებ­ში მო­სულ­მა არ­ცთუ დიდ­მა თოვ­ლმა ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა. არა­და, ექ­სპერ­ტე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ ეს ასე არ უნ­და იყოს. ამ მო­საზ­რე­ბას ენერ­გე­ტი­კი­სა და სა­ინ­ჟინ­რო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მი­რონ ფირ­ცხე­ლანიც ეთანხმება: 

- სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მა­ში ად­რე იყო ტრა­დი­ცი­ა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო: ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე იწყ­ე­ბო­და შე­მოდ­გო­მა-­ზამ­თრის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ელექ­ტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის გა­მოც­ვლა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. შე­დე­გად, ზამ­თარ­ში თუ დი­დი თოვ­ლი მო­ვი­დო­და ან სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, ქვე­სად­გუ­რე­ბი და სა­ერ­თოდ, მთე­ლი ენერ­გო­სის­ტე­მა მო­მა­რა­გე­ბუ­ლი იყო. ბო­ლო 15 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ით "ე­ნერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა" ამა­რა­გებს, ხო­ლო თბი­ლისს - "თე­ლა­სი". ის, რაც აჭა­რა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუთხ­ე­ებ­ში მოხ­და, თოვ­ლის კი არა, იმის ბრა­ლი­ა, რომ "ე­ნერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა" ფაქ­ტობ­რი­ვად მო­უმ­ზა­დე­ბელია ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის­თვის. ხან წვი­მა იქ­ნე­ბა, ხან - თოვ­ლი, ამი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ას მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი უნ­და ჰყავ­დეს, რომ­ლებ­მაც მაქ­სი­მუმ სამ­-ოთხ სა­ათ­ში უნ­და აღად­გი­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა. 

- სხვა­თა შო­რის, კა­ხა კა­ლა­ძემ აჭა­რა­ში დი­ვერ­სი­აც არ გა­მო­რიცხ­ა. 
- თუ დი­ვერ­სია იყო, მა­შინ რას აკე­თებ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი? შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვები არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან და უბ­რა­ლოდ­, გა­დაბ­რა­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა აქ რა შუ­ა­ში­ა?! მან რა და­ა­შა­ვა? აჯო­ბებს გვითხ­რან, რომ ქარს დას­დე­ვენ ტრი­ალ მინ­დორ­ში და რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი სულ სხვა­ა. მა­შინ უცხ­ო­ეთ­ში რა უნ­და ქნან, სა­დაც მარ­თლა ქა­რიშ­ხლე­ბი და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი­ა?! მო­ვი­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თოვ­ლი, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში უნ­და მო­ვი­დეს, არ ყო­ფი­ლა არც ქა­რიშ­ხა­ლი, არც ტორ­ნა­დო, რო­გორც საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ იქ უმოკ­ლეს დრო­ში ახერ­ხე­ბენ ელექ­ტრო­სის­ტე­მის აღ­დგე­ნას, რად­გან თვი­თონ კომ­პა­ნია ზა­რალ­დე­ბა ამით: ჯა­რიმ­დე­ბა და მი­სი ბიზ­ნე­სი წამ­გე­ბი­ა­ნი ხდე­ბა, ამი­ტომ კერ­ძო კომ­პა­ნია თვი­თო­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სის­ტე­მა დრო­უ­ლად აღად­გი­ნოს. ჩვენ­თან კი ლა­მის მი­ნის­ტრე­ბი და მა­თი მო­ად­გი­ლე­ე­ბი დას­დე­ვენ მუ­შებს, თვი­თონ ექა­ჩე­ბი­ან მავ­თუ­ლებს და იმ საქ­მეს აკე­თე­ბენ, რაც არ ევა­ლე­ბათ. ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გან­მე­ორ­დეს და არა მარ­ტო აჭა­რა­ში.


- თუ გაქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი, რა თან­ხა ტრი­ა­ლებს ჩვენს ენერ­გო­სის­ტე­მა­ში და რა მო­გე­ბა რჩე­ბა სა­შუ­ა­ლოდ ამ კომ­პა­ნი­ებს? 
- გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 10 მი­ლი­არ­დი კი­ლო­ვა­ტი­ა, 1 კვტ ღირს სა­შუ­ა­ლოდ 15 თეთ­რი, მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კა­ა, რომ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არდ 500 მი­ლი­ო­ნი ლა­რი იკ­რი­ბე­ბა. აქე­დან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბა სულ მცი­რე 30 პრო­ცენ­ტი, ანუ 500 მი­ლი­ო­ნი, სა­კითხ­ა­ვია - სად მი­დის და­ნარ­ჩე­ნი 800 თუ 900 მი­ლი­ო­ნი, შე­იძ­ლე­ბა ერ­თი მი­ლი­არ­დიც?!