IAEA: ირანის ბირთვულ ობიექტზე იერიშის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

IAEA: ირანის ბირთვულ ობიექტზე იერიშის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ რადიაციის დონე არ გაზრდილა.

„IAEA-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ირანში, 3 ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის „ფორდოზე“ იერიშის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოში ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაციას ადგილზე ვითარების შესახებ მისი მიღების შესაბამისად გაავრცელებენ. ეს სააგენტოს პირველი კომენტარია ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის იერიშის შემდეგ.

ობიექტების მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხის არარსებობის შესახებ ირანის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ცენტრშიც განაცხადეს. რადიაქტიული ზემოქმედება გარემოზე არც საუდის არაბეთისა და ქუვეიტის შესაბამის სამსახურებს დაუფიქსირებიათ.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.