გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს

გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება - ნურმაგომედოვთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გამაცხადა, რომ "სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს".

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

"მე არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს. მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან, რომელსაც კუნთიც მაგარი გააჩნია, თავიც გამოიჩინა და მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ის აი, ამ ევროპულ უშველებენ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული, რომ შეიძლება მაინცდამაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა, აღქმები უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის, მისი მომხრეები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

მერაბ.g ხაბე უჭკუო რომაა, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია; ოვნებას, როგორც სახელისუფლებო ძალას და ძალას, რომელსაც ისედაც საკნაო რესურსი აქვს არჩევნების მოსაგებად, ჩხუბი და არეულობა სულაც არ სჭირდება; ჩხუბი სჭირდება ხაბეს, ჭჭ-ს, ხაზარაძეს, გვარამიას, რომ თავიანთი გარდაუვალი წაგება დააბრალონ მას და არჩევნების მითიურ გაყალბებას ... როგორც ამბობენ მეცოცხეები ხმების დასაცავად კი არა პროვოკაციების მოსაწყპბად, ვაი-ვაის საძახებლად და ლოყების დასაკაწრად ამზადებენ ჯენზის თაობის მეცოცხეებს
4 თვის უკან