Wall Street Journal-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს

Wall Street Journal-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს

გაზეთ Wall Street Journal-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს.

გამოკითხულთა 80% ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან ასაკოვანია მეორე ვადით კენჭისყრისთვის.

გაზეთ Wall Street Journal-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხულთა 48%, ხოლო ჯო ბაიდენს - 42%.

გამოკითხვა ტრამპსა და ბაიდენს შორის გასულ კვირას გამართული დებატების შემდეგ ჩატარდა, რომელიც ტრამპის გამარჯვებით დასრულდა.