ნატოს ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას ეტყვიან, რომ ის ამჟამად ძალიან კორუმპირებულია ალიანსში გასაწევრიანებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა The Telegraph-ი აღნიშნავს, ალიანსი დამატებით ნაბიჯებს მოითხოვს კიევისგან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში წინსვლამდე.
აღნიშნული პოზიცია ნატოს კომუნიკეში წერილობით იქნება ჩამოყალიბებული ალიანსის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში.
„ჩვენ გვინდა ვისაუბროთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, განსაკუთრებით ანტიკორუფციულ სფეროში. ბევრი ჩვენგანისთვის ეს პრიორიტეტია“, - განუცხადა წყარომ გამოცემა The Telegraph-ს.
გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ ნატოს დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა უკრაინას გადასცეს იმ რეფორმების სია, რომლებიც უნდა განახორციელოს მანამ, სანამ ალიანსში გაწევრიანების მისი ამბიციები განხორციელდება.