ჯო ბაიდენი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო დებატებში მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, მიზეზად კი, საზღვარგარეთ ორი ვიზიტის დროს, გადაღლილობას ასახელებს.
„არ მქონდა საუკეთესო ღამე. დებატებამდე ბევრი ვიფრინე და ასამდე დროის ზონა გავიარე. არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა სიმართლე ესაა”, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის 27 ივნისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ის საღამო მოქმედი პრეზიდენტისთვის წარუმატებელი იყო.