ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში ერთერთ ცენტრალურ ადგილს «მოთმინებისფიალა» იკავებს. არავინ იცის, რამოცულობისაა ის და რამდენად სწრაფადივსება, მაგრამ ამავე დროს (და არის ამაშირაღაც პარადოქსული) ყველასთვის ცხადია,რომ საუბარი «ბოლო წვეთზე» და ხსენებულიფიალის ავსებაზე ჯერჯერობით ნაადრევია.საზოგადოება ახალ მთავრობას თითქმისყველა შეცდომას პატიობს, ისევე, როგორცამას 2004-06 წლებში აკეთებდა, ან კიდევ მასშემდეგ, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამარეულ ქვეყანაში ფარდობითი სიმშვიდე დაამყარა. «თაფლობის თვე» ჯერჯერობითგრძელდება. მაგრამ მძიმე წვეთები ერთი მეორის მიყოლებით ეცემა მოთმინებისფიალაში და ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მათგანი ბოლო გახდება.
გასული კვირის ყველაზე რეზონანსული ისტორია დაიწყო იმით, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, 83 ათას ლარად უახლესი მოდელის სამსახურებრივი მანქანის შეძენა განიზრახა. არაფერი ორიგინალური ამაში არ იყო, მსგავსი იდეები ქართველი ჩინოვნიკების თავში ერთი მეორის მიყოლებით იბადება და, შესაბამისად, ახალი, აშკარად მანიაკალური ხასიათის ტენდერების გამოცხადება ხდება. მაგრამ ვინაიდან ბერიძე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია, საზოგადოება ამჯერად შეშფოთდა და ნაწილობრივ აღშფოთდა კიდეც.
საერთოდ, სახელისუფლო სტრუქტურების ავტოპარკში საკმარისზე მეტია 2-3 წლისწინ ნაყიდი მანქანა, რომლებიც მშვენივრად გამოიყურება და მაღალიგამავლობითაც გამოირჩევა. აგრეთვე, (თუ მაინც და მაინც) შესაძლებელია გაცილებითიაფი ავტომობილების შეძენაც. მაგრამ, როგორც ჩანს, სიღრმისეული მოტივი,რომელზეც მიანიშნებს უკვდავი ფრაზა «უნახავმა რა ნახაო» ყველა წარმოსადგენკონტრარგუმენტს უკუაგდებს.
გაძვალტყავებულ ქვეყანაში, სადაც უამრავი ოჯახი შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს,უახლესი მოდელის ჯიპზე ამხედრებული ჩინოვნიკი ზიზღის გარდა სხვა რეაქციასვერ გამოიწვევს არამხოლოდ ადგილობრივებში, არამედ უცხოელებშიც, რომელთაც«მესამე სამყაროს» ქვეყნებში მსგავსი კარიკატურული პერსონაჟები არაერთგზისუნახავთ. ამჯერად მხოლოდ მანქანებით შემოვიფარგლოთ და დროებით თავი დავანებოთ საბიუჯეტო თანხებით შეძენილ უახლეს სმარტფონებს და სხვა სახელისუფლო აქსესუარებს, თორემ იმის მოყოლა მომიწევს, როგორც ცდილობდა ერთი სახელმწიფო მოხელე «აიფონ 5»-ის ფუნქციებში გარკვეულიყო; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის გამოიყურებოდა, როგორც შიმპანზე ყუმბარით ხელში.
«ნაციონალები» უარესად იქცეოდნენ. კი, ბატონო, მაგრამ მათი, ისევე როგორც პაპუა-ახალ გვინეაში, იატაკქვეშეთში მოქმედი კანიბალების ქცევიდან თუ კორპორატიული ტრადიციებიდან არანაირად გამომდინარეობს, რომ საზოგადოებამ ავთანდილ ბერიძე უნდა დაინდოს. არავინ ამბობს, რომ ამ მონუმენტალურმა მოღვაწემ მოტოროლერით უნდა იაროს, მაგრამ, ალბათ, აუცილებელია მიეთითოს, რომ მან გადააბიჯა ზღვარს, რომელსაც, ინტელექტის არატრივიალური კონფიგურაციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ვერ გრძნობს.
ამ ეპიზოდისთვის გვერდის ავლა ნამდვილად არ გამოდიოდა და ხელისუფლებამგადაწყვიტა, ბერიძის საკითხი «ქართული ოცნების» პოლიტსაბჭოზე განეხილა.საჯარიმო დარტყმა ახლო მანძილიდან კახი კალაძემ შეასრულა, რომელიცარამხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი, არამედ პარტია «ქართული ოცნების»გენერალური მდივანია (ძნელი სათქმელია, რად უნდა ეს ორი სათაური, მაგრამ მაინც):«ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი,იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილიქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობისეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდახდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვსქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე,რომელიც არის ამავე დროს «ქართული ოცნების» წევრი, როგორც ჩანს, ვერათვითცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიანაღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოსბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირაუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებულივალდებულებების შესრულებისთვის», _ განაცხადა გენერალ-ანშეფმა, უკაცრავად, მინისტრ-გენმდივანმა. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა არ ხსნის მთავარ კითხვებს ხელისუფლების მიმართ _ «სად იპოვეთ ავთანდილ ბერიძე?» და «სად პოულობთ ასეთკადრებს საერთოდ?», რადგან ბერიძის შემთხვევა ერთადერთი არ არის.
საკადრო ოლიგოფრენიას თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დადგა _ ტენდერი გაუქმდა, ბერიძემ შეცდომა აღიარა, მაგრამ ამ დროს გაისმა ფანფარებისხმა და ცირკის არენაზე გამოჩნდა პარლამენტის ვიცესპიკერი, ბათუმის მაჟორიტარიდეპუტატი მურმან დუმბაძე, რათა გაეხმოვანებინა იდეები, რომელთაც მსოფლიო პოლიტიკის მრავლისმნახველ ისტორიაში (ქვის ხანის ჩათვლით) ანალოგი არ აქვს: «საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰყავს ახალი მანქანა და ეს არ არის გასაკვირი.საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის 1ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ. აჭარის ავტონომიისლიდერს აქვს უფლება, რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებსუმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად კახა კალაძესარ აქვს უფლება, ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე».
საერთოდ, იმისთვის, რომ განიხილო ავტომოყვარულ ბერიძესთან დაკავშირებული სკანდალი ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების კონტექსტში, ან შიზარიუმის უიმედო პაციენტი უნდა იყო, ან კიდევ ახალი, ორიგინალური კონცეფციის ავტორი, რომლის ფარგლებში ავტონომიის იდეა შეუზღუდავი ღორობის უფლებას უკავშირდება. საბოლოო დასკვნის გამოტანისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართშეიძლება კიდევ ორი კითხვა გაგვიჩნდეს: სად იპოვეთ მურმან დუმბაძე? და:წარმოადგინა თუ არა დუმბაძემ შესაბამისი ცნობა?
არაერთი უცხო სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას აჭარაში და კბილებს თითქმის დაუფარავად ილესავს. მათი სპეცსამსახურები ხედავენ, რომ ერთი დამპალიჯიპის გამო ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მზად არის, საუბარი ცენტრის მიერავტონომიის უფლებების შეზღუდვაზე დაიწყოს. ისინი, ცხადია, იწყებენ ფიქრსიმაზე, რა შეიძლება გააკეთონ ასეთმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე მილიონიდოლარის სანაცვლოდ. ისინი მუშაობენ, ისინი ემზადებიან, ეს ჩვენი მოღვაწეები კი ამ დროს დახტიან ჯიპების სიახლოვეს, ენერგიულად, როგორც სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ორანგუტანგები.
დიდთოვლობის გამო აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები დივერსიის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ, რადგან გადამცემი ხაზების დაზიანების ხასიათი საეჭვოდ მოეჩვენათ. და როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და ბათუმელებმა ტელევიზორები და კომპიუტერები ჩართეს, პირველი, რის შესახებაც მათ შეიტყვეს, იყო სკანდალი ავთანდილ ბერიძის ჯიპის გარშემო; ძნელი წარმოსადგენი არაა, რა რეაქცია ჰქონდათ მათ.
ადრე, საააკაშვილის მმართველობის წლებში, საზოგადოება ნაკლებადინტერესდებოდა იმ კოშმარით, რომელიც სახელმწიფო შეყიდვებისა და შესაბამისიტენდერების მიმართულებით ხდებოდა, რადგან წინა პლანზე სულ სხვა საკითხებიიდგა _ რეჟიმი კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა მოქალაქეებს და ესგაცილებით აქტუალური იყო, ვიდრე საბიუჯეტო თანხების დანაშაულებრივადარამიზნობრივი ხარჯვა ან თუნდაც მისაკუთრება. დღეს ამ პრობლემასსაზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს.
«ქართულ ოცნებას», ალბათ, მაინც მოუწევს ავთანდილ ბერიძესთან დამშვიდობება, რადგან ამ და რიგი სხვა ეპიზოდების გამო ის, ფაქტობრივად, კომიქსის პერსონაჟად გადაიქცა (ქოლგასთან დაკავშირებული ისტორია, ბულვარში ჯიპით სეირნობა და ა.შ. ისე, ავტოსპორტის ფედერაცია ხომ არ ჩავაბაროთ? «ესლი ნე ონ, ტო კტო?»). სხვათა შორის, მისიიმიჯის მიწასთან გასწორების კამპანია აშკარად მართული იყო, გამორიცხული არცისაა, რომ ახალი სამსახურებრივი ავტომობილის შეძენის იდეა საკმაოდოსტატურად კონკურენტმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ მიაწოდა, ბერიძე კი ამანკესზე წამოეგო, მაგრამ ყოველივე თქმული მის შეცდომებს არ ამართლებს, ხოლომისი დატოვება პოტენციურად პრობლემური რეგიონის ხელმძღვანელ რგოლშიმომავალში შეიძლება ახალ სირთულეებს დაუკავშირდეს. თუმცა ეს ტაქტიკური ნიუანსია, გაცილებით მნიშვნელოვანი ამ ისტორიის ფსიქოლოგიური ქვეტექსტია. მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები წურბელებივით იქცევიან, არამედ ის, რომ უამრავი ადამიანი საქართველოში განიხილავს ხელისუფლებას, როგორცსოციალური გარანტიებისა და პირადი კომფორტის შექმნის ინსტრუმენტს დათანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში იმავეს ან უარესს იზამს. ის გარემოება, რომ ეს «სულით ბარბაროსები» ოცნებობენ იმაზე, რომ სამსართულიანი სახლიდან ოთხსართულიანში გადასახლდნენ, 2012 წლის გამოშვების ჯიპი 2013 წლის გამოშვების ჯიპით შეცვალონ და «აიფონ 4» _ «აიფონ-5», და იმის იქით ვერაფერს ხედავენ, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ყოველივე ეს ახსნა-განმარტებითი მუშაობით და მგლის თავზე სახარების კითხვით არ იკურნება. პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ არ შეიქმნებადამნაშავე მაღალჩინოსნების (და არამხოლოდ დაბალი და საშუალო რგოლის პრიმიტიული მექრთამეების) დასჯის პრეცედენტი და მხოლოდ ამის შემდეგშეშინდებიან ისინიც, ვინც ფორმალურად კანონს არ არღვევენ, მაგრამხელისუფლებაში ყოფნით აშკარად ხელს ითბობენ.
ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერჯერობით სწორად იქცევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ლოკალური ეპიზოდია. ამ შემთხვევაში, საზოგადოების გაღიზიანების გამო ხელისუფლებას სხვა გზით წასვლა ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ყველა ეს მანიპულაცია თუ მელოდრამატული ჟესტი არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლებიც თუნდაც სამართლიანობის აღდგენის კუთხით შეიქმნა. მართლმსაჯულების ხარვეზებისდამდგენი კომისიის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, ბლოკირებულია. გამოძიებებიხმაურიან საქმეებზე თითქოს გრძელდება, მაგრამ ძველი ხელისუფლების პირველპირებს დაკითხვაზე არ იბარებენ. არის მთელი რიგი საქმეები, რომლებშიცჭეშმარიტების დადგენა მიხეილ საააკაშვილის (და მისი ზოგიერთი მინისტრის)დაკითხვის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია (ზურაბ ჟვანიას საქმე, ლაფანყური, მიტინგების სადისტური დარბევა და ა.შ.), მაგრამ გამოძიებას «ნაცმოძრაობის» ბელადისმიმართ კითხვები ჯერჯერობით არ გასჩენია. ყოველივე ამას მასშტაბური, მკვეთრიპროტესტი არ მოსდევს, მაგრამ აშკარაა, რომ არაერთგზის ნახსენები მოთმინებისფიალა საკმაოდ სწრაფად ივსება.
ალბათ, სწორედ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ, როგორც ინდიკატორი და არა აღგზნებულ ავტომოყვარულთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც, ალბათ, მხოლოდ იმითაა ღირებული, რომ მის ფარგლებში მურმან დუმბაძემ საკუთარი თავის სრული,დაუვიწყარი და შოკისმომგვრელი ლუსტრირება მოახდინა.