ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ბრიტანული ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ასანჟი ბრალს აღიარებს, რის შემდეგაც მას პატიმრობის 62 თვეს მიუსჯიან. ეს ვადა მას უკვე მოხდილი აქვს ბრიტანულ ციხეში, შესაბამისად, ასანჟი თავისუფალი იქნება. მოსალოდნელია, რომ ასანჟი სასამართლოს წინაშე მარშალის კუნძულებზე, ოთხშაბათს წარდგება.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს.