რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობისა და შემდგომი გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობისა და შემდგომი გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გურამ ც. და 1947 წელს დაბადებული ომარ მ. რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობისა და მისი შემდგომი გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა გურამ ც-ს საცხოვრებელი ბინის კუთვნილი სარდაფის ჩხრეკისას ტყვიის სპეციალურ კონტეინერში მოთავსებული, გასაყიდად გამზადებული რადიოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება რადიუმ-226.

გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერების ფლობის და ვაჭრობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.