საჯარო სკოლებში „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საჯარო სკოლებში „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH-International“-ის ერთობლივი პროექტის – „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში 176-ე საჯარო სკოლაში, ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლება გაიმართა.

გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს და მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება შერჩეული სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეთათვის სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით ჩატარდა.

აღნიშნული პროექტი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.