მაიდანი მათი არსობისა

მაიდანი მათი არსობისა

ნაცები» შინ არ ვარგოდნენუკრაინაშიგარბოდნენსაქართველოს პარლამენტისათამდე დეპუტატი «ნაციონალურიმოძრაობიდან» გასულ კვირას  კიევისცენტრშიკარვებში იჯდა და ამ ფორმითგამოხატავდა სოლიდარობას უკრაინულიოპოზიციის მიმართსაერთაშორისოურთიერთობების ისტორიაში უცხოელიპარლამენტარების მსგავს ჯგუფურ და,რბილად რომ ვთქვათექსცენტრიულჩართვას რომელიმე ქვეყნის საშინაოსაქმეებში ანალოგი არ აქვსრას დაეძებენ«ნაციონალები» უკრაინულ «ევრომაიდანზე»?

 ქართული ტელეაუდიტორიის უდიდეს ნაწილსსავარაუდოდმწარედეღიმებოდაროდესაც აღშფოთებისგან გალურჯებული ნაცდეპუტატებიუკრაინელი სამართალდამცავების ხისტ მოქმედებას აპროტესტებდნენისე,თითქოს საქართველოში არც 7 ნოემბრისარც 26 მაისის დარბევა მომხდარა,როდესაც სააკაშვილის პოლიციამ უკრაინულ «ბერკუტზე» განუზომლად დიდი,სადისტური სისასტიკე გამოავლინა. თუმცა ამ უზნეო მონოლოგებზე გაცილებით საშიშია უკრაინაში მიმდინარე პროცესების აღქმის პრიმიტიული მოდელი, რომელსაც საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებაში ნერგავენ, რადგან მან შეიძლება არაადეკვატური დასკვნებისკენ (და შემდგომ _ მოქმედებისკენ) გვიბიძგოს.

პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი გასულ კვირას, აგრეთვე, ჩავიდა კიევში, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მიტინგზე მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა. მაგრამ, ქართველი დეპუტატებისგან განსხვავებით, მას არ უცდია პოლონური საზოგადოების მოტყუება უხეში პროპაგანდისტული შტამპების გამოყენებით, არამედ (პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში) პატიოსნად მიანიშნა პროცესის სირთულესა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე: «უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებასსახელმწიფოს დაშლის ეშინიათდაპირისპირებარომელიც საგარეო პოლიტიკაშიშეხედულებების სტრატეგიული განსხვავებებისგან გამომდინარეობსსაშიშია.უკრაინის დაშლის საფრთხე ახლა უფრო დიდიავიდრე «ნარინჯისფერირევოლუციის» დროსმაიდანზე შეკრებილები პროტესტს გამოხატავენპრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართმათი ნაწილი ძალზე პროევროპულიამაგრამგადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმარომ სახელმწიფოს მეთაურის ყველამოწინააღმდეგე მხარს უჭერს ევროკავშირს» (ყურადღება მივაქციოთ ბოლო ფრაზას, როცა პოლონელი პოლიტიკოსი არა ინუკოვიჩის მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზე საუბრობს). ეჟი ბუზეკი უკრაინის ევროინტეგრაციის თანმიმდევრული მომხრეა დავიქტორ იანუკოვიჩის მიმართ ფრიად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,მაგრამმიუხედავად ამისაპოლონურ საზოგადოებასთან საუბარში ცდილობს,სიტუაცია ობიექტურად აღწეროს და გულწრფელად ესაუბროს მას პროცესისრადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზეკერძოდუკრაინისდაშლაზერომელიცდიდი ალბათობითმთელი კონტინენტისდესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ამის საპირისპიროდ, ქართველი პოლიტიკოსები (უპირველესად, «ნაციონალები», თუმცა ამ მხრივ რესპუბლიკელებიც სცოდავენ) სთავაზობენ ქართულ აუდიტორიასპრიმიტიულ მოდელსრომლის ფარგლებში «ევროპაზე მეოცნებე უკრაინელიხალხი პრორუს დიქტატორ იანუკოვიჩს უპირისპირდება», ხოლო უკრაინელოპოზიციონერებს (პირადაპირ თუ ქვეტექსტში) მოუწოდებენ «მიდითმიაწექით!»,ისერომ საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ საფრთხეებსრომლებზეც ბუზეკიმიუთითებსდა ეს მაშინ, როდესაც საუბარი ერთ მუშტად შეკრულ «უკრაინელ ხალხზე» უაღრესად არაკორექტულია; მოსახლეობის დიდი ნაწილი (რომელიცძირითადად,აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობსმომიტინგეთა მოთხოვნებს არ იზიარებსთუჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიასროგორც მთავარ ევროპულ იდეასპატივი ამადამიანების პოზიციასაც უნდა ვცეთამავე დროსვიქტორ იანუკოვიჩიგაცილებით რბილად ეპყრობა ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას ვიდრე ნებისმიერიპოსტსაბჭოთა მმართველი (თუნდაც იგივე სააკაშვილი).

გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი და პარლამენტი კანონიერად არჩეულია, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას და ეს უნდა ვაღიაროთ, მიუხედავადიმისამოგვწონს მათი ბოლოდროინდელი მოქმედებები თუ არასაბოლოო ჯამში,ყველაფერი ძალიან მარტივია _ მიუხედავად იმისარომ მაიდანზე საკმაოდბევრი ადამიანი იკრიბებაისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ «მთელუკრაინას», ხოლო ოპოზიციის ლიდერების მცდელობამსაწადელს ძალისმიერიმეთოდების გამოყებით მიაღწიონშეიძლება ქაოსისამოქალაქო ომი და ერთიანიუკრაინული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვიოსდიალოგსა და კომპრომისს რამდენადმე რეალისტური ალტერნატივა არ აქვს. საუკეთესო გამოსავალი უკრაინელი ოპოზიციონერებისთვის, ალბათ, 2015 წლის არჩევნებზე კონცენტრირებაა, რომლის მოგება (თუ გააზრებულად იმოქმედებენ) ნამდვილად ძალუძთ. მართალიაოპოზიციას ჯერ არდაუკარგავს მომიტინგეთა დახმარებით ხელისუფლების აღების შანსიმაგრამამასსავარაუდოდიმდენად მასშტაბური კრიზისი მოჰყვებარომ ესერთიშეხედვითსანატრელი პრიზი უმძიმეს სასჯელად მოეჩვენება. პარადოქსი ისაა, რომ ამ შედეგს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სრული გამარჯვება მოიტანს და ამიტომ (რაზეც საუბრობს ბუზეკი) საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის ამ ეტაპზე კომპრომისია.

და მაინც, რატომ არ შეუძლიათ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ მოსახლეობას ეჟი ბუზეკივით ესაუბრონ და ამის ნაცვლად კი იაფფასიანი პროპაგანდისტებივით არ მოიქცნენ? ან, პირიქით, რატომ არ კივისქართველი კოლეგების მსგავსად,პოლონეთის ყოფილი პრემიერი «უკომპრომისო ბრძოლაზე ბოროტებისიმპერიასთან» და არ აღვივებს აუდიტორიაში ნაციონალისტურ ფსიქოზს «კრესივსხოდნის» (პოლ. _ «აღმოსავლეთის განაპირი», ტერიტორია, რომელიც ძველად პოლონეთს ეკუთვნოდა, ამჟამად კი მისი ნაწილი უკრაინის შემადგენლობაშია)მოახლოებულ დაბრუნებასთან დაკავშირებითის არ უმალავს პოლონელებსსიტუაციის სირთულეს და აუღელვებელი განსჯის უფლებას არ ართმევს (თუ მის ინტერვიუში არის მანიპულირების მცდელობა, ის გაცილებით დახვეწილია), ხოლო ჩვენიპოლიტიკოსებირაოდენ უხეშად უნდა გაიჟღეროსბანალურად გვატყუებენ და,ობიექტურთან მიახლოებული ანალიზის ნაცვლადრეალობისგან მოწყვეტილლოზუნგებს გვაჩეჩებენასე იყო 2008 წლის ომის წინასეა დღესაც.

 

უკრაინული კრიზისის საინფორმაციო მოდელი, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ქართულ საზოგადოებასა და მედიაში ამკვიდრებენ, ისევე, როგორც «ცივი ომის» დროს, ვაშინგტონისა და მოსკოვის ყოვლისმომცველი დაპირისპირების იდეას ეფუძნება, მკაცრად შავ-თეთრია, არ ითვალისწინებს რეგიონის ქვეყნების განსაკუთრებულ ინტერესებს (შორეულ ჩინეთზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია). ის აპრიორი გამორიცხავს «ერეტიკულ» მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, აშშ-ისა და ევროკავშირის(უპირველესად, გერმანიის) ინტერესები უკრაინაში და შესაბამისი სამოქმედოგეგმები შეიძლება ერთმანეთთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდეს.რეალობის ინტერპრეტირება ამ მოდელზე დაყრდნობით უარყოფს ყოყმანს, ზედმეტ დაფიქრებას და «მესამე გზის» ძიებას (შესაბამისად, «ახალი ფინეთის» როლს რუსეთის მოსაზღვრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის) და მთავარ კითხვას ძალიან მარტივად აყალიბებს: «ამერიკა თუ რუსეთი?». პრობლემა ისაა, რომ ეს მიდგომა ადეკვატურადარ ასახავს მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის სირთულეს და მრავალფეროვნებასდა სუსტი სახელმწიფოების მიერ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკისგატარების შესაძლებლობას უარყოფსშესაბამისადდამოუკიდებლობის იდეასეწინააღმდეგება.

როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების «გადატვირთვა» დაიწყო, სააკაშვილის რეჟიმი კოგნიტურ დისონანსში ჩავარდა, რომელმაც მის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა ადაპტირება ახალი რეალობის მიმართ, მან ამ რეალობის უარყოფა დაიწყო, კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა და ამით საქართველოში  ხელისუფლების შეცვლა გააიოლა. დღეს კიევშიგანვითარებული მოვლენები აძლევს «ნაციონალებს» შესაძლებლობასსაკუთარიბიპოლარული მითოლოგიის რეანიმირება მოახდინონდაარწმუნონ საკუთარითავი და ქართული საზოგადოება იმაშირომ სამყარო სწორედ ისეთიაროგორცმათ წარმოუდგენიათ (და არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია). ესალბათარამხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკაარამდენადაც ნოსტალგია ფსიქოლოგიურსტაბილურობაზერომელსაც «გადატვირთვის» დაწყებისთანავე საბოლოოდდაემშვიდობნენ. კიევში, მაიდანზე ყველაფერი (ერთის შეხედვით) მარტივია: მარჯვნივ _ დასავლეთი, მარცხნივ _ რუსეთი და დაკარგული ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობა, ალბათ, სავსებით რეალურად ეჩვენებათ.

ძნელი სათქმელია, მართლა იღებენ თუ არა «ნაციონალები» ფულს  იანუკოვიჩის ოპონენტებისგან მაიდანის აქციებში მონაწილეობისთვის, რაზეც სოციალურ ქსელებში არაერთი მინიშნება გაკეთდა. ერთის მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, ამ კონტინგენტმა რამე უფასოდ გააკეთოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ, სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა დაეხმარება, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამასთანავე, შესაძლებლობა ეძლევათ, აჩვენონ თავის პარტნიორებს შტატებსა და ევროპაში (აქ მთავრობები არ იგულისხმება), რომ ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამას ემატება ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიური ფაქტორი და, ალბათარ უნდა გამოვრიცხოთრომ«ნაციონალი» დეპუტატები უკრაინაში «პოსლეზე», მომავალი (პოლიტიკური თუ ფინანსური) ბონუსების იმედით მუშაობენსაბოლოო ჯამშიეს მათი პრობლემაადა არა ჩვენისაზოგადოებისთვის სულ სხვა რამ არის აქტუალურირატომ უნდაშევაფასოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მათ მიერ შემოთავაზებულარაკორექტულპრიმიტიულ მოდელზე დაყრდნობით? (ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ვგულშემატკივრობთ _ უკრაინულ ოპოზიციას თუ იანუკოვიჩს; ეს საფეხბურთო მატჩი არაა).

ყველაზე ცუდირაც შეიძლება უკრაინაში მოხდესსახელმწიფოს დაშლა დამასშტაბური სისხლისღვრაარადგან მასსხვა უარყოფით შედეგებთან ერთად,მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესების რადიკალიზაცია და მათ «ცხელფაზაში» გადაყვანა მოჰყვებარაც უდავოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ყველაქვეყნისმათ შორის უსაფრთხოების გარანტიების არმქონეუკიდურესადდასუსტებული საქართველოსმომავალზეაქედან გამომდინარე, «ნაციონალი» დეპუტატების მოქმედება კიევში და მოწოდებები უკომპრომისო ბრძოლისკენ, ალბათ, ძალზე უპასუხისმგებლოა. მაგრამ, ცამდე მართლებიც რომ იყვნენ, მსგავსი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში უპრეცედენტოა და საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სასურველია, პარლამენტის თავჯდომარემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ამ დეპუტატების მოქმედება შეაფასონ. «გიჟი თავისუფალია და, რასაც უნდა, აკეთებს» ტიპის ფრაზები არასაკმარისია, მსგავსი სასაცილო და სამარცხვინო განცხადებები შეიძლება გაავრცელოს ცირკის ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექციამ, სახელმწიფოს კი გაცილებით მეტი მოეთხოვება.

იმედიაკრიზისი უკრაინაში მშივიდობიანად დასრულდება დასხვაყველაფერთან ერთადხელს შეუწყობს იმასრომ ქართულმა საზოგადოებამდამოუკიდებელიშიზოფრენიული პროპაგანდისტული კონსტრუქციებისგანსრულიად თავისუფალისახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს.