საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ერაყის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ერაყის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ერაყის ელჩ ბაქირ აჰმედ ალ-ჯაფთან.

ერაყის ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს ერაყისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.