“კავკასუს ონლაინის” საქმის გამოძიებას სპეციალურად ამუხრუჭებენ

“კავკასუს ონლაინის” საქმის გამოძიებას სპეციალურად ამუხრუჭებენ

“აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, ვინც უკანონოდ მიითვისა ქონება, ჩამოერთვათ და დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს, რომ სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით დაარეკეტოს ვინმე ბიზნესმენი. ეს თუ არ მოხდება,მაშინ ყველაფერი განმეორდება”, - აცხადებს “კავკასუს ონლაინის”დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, ორგანიზაცია “დააბრუნეს”ხელმძღვანელი მამია სანადირაძე და წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენებს ბრძოლისკენ მოუწოდებს.

როგორც მიმდინარეობს “კავკასუს ონლაინის” საქმესთანდაკავშირებით გამოძიება? რატომ არ წაიწია საქმემ წინ დასაერთოდ, რას აპირებენ დაზარალებული ბიზნესმენები? ამასთანდაკავშირებით “რეზონანსი” მამია სანადირაძეს ესაუბრა.

მამია სანადირაძე: “ხელისუფლების შეცვლიდან ერთ წელზე მეტიგავიდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ საქმეზე გამოძიება წინ არ წასულა. მეტიც, რამდენიმე თვეა საერთოდ გაჩერებულია. ახალი პროკურორის მოსვლის შემდეგ, გამოძიების გაგრძელების ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ რატომღაც ტემპი არის დაბალი. ეს ერთიწელი კი, პრაქტიკულად, დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი კომპანია იძარცვება,მიმდინარეობს აქტივების 15 წლით გასხვისება, იტვირთება კომპანიასაკრედიტო ვალდებულებებით, რამდენიმე ათეული მილიონი ლარითგაიზარდა ვალი. როდესაც დავიბრუნებ ჩემს ბიზნესს, რა თქმა უნდა,ის ვალდებულებები, რასაც ახლა იღებენ, კომპანიას გადმოყვება.

ასეთ დიდ ზარალს ვიღებ იმის გამო, რომ პროკურატურამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, საქმე წინ წასულიყო. მიუხედავად იმისა,რომ პროკურატურაში წარდგენილი მქონდა ფაქტები, აუდიოჩანაწერები, პოტენციური დამნაშავეების დაკითხვა დღემდე არმომხდარა.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, საუბარი იყო, რომ უკანონოდ დასაკუთრებული ქონების დაბრუნებისთვის საჭირო იყო 7-8 მლრდ ლარი. მაშინვე აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ეს თანხა ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა და ქვეყანას დააქცევდა.ქვეყანას ეს თანხა და უკანონოდ მითვისებული ქონების კეთილსინდისიერი ბიზნესმენებისთვის დაბრუნება კი არ დააქცევს,არამედ - უკანონობა! პირადად მე, სახელმწიფოსთან არ მაქვს არანაირი დავა. ვდავობ კერძო პირებთან, რომლებმაც ჩემი საკუთრება უკანონოდ ჩაიგდეს ხელში.

იმ ქვეყანაში კი, სადაც კერძო საკუთრების უგულებელყოფახდება, ასეთ სახელმწიფოს მომავალი არ ექნება.  სამართალიუნდააღდგეს და ხალხს საკუთრება უნდა დაუბრუნდეს. დღეს თუ ესარგაკეთდა, საქართველოში ინვესტიციას აღარავინ შემოიტანსდაბიზნესს არავინ დაიწყებს”.

“რეზონანსი”: რა არგუმენტი ჰქონდა პროკურატურას, როდესაცსაქმის გამოძიება შეწყვიტა და ახლა რა სტადიაზეა გამოძიება?

მ.ს: არანაირი კონკრეტული არგუმენტი პროკურატურას იმასთანდაკავშირებით, თუ რატომ შეწყდა ჩემი საქმის გამოძიება, არჰქონდა, უბრალოდ, მათ საქმის ძიება შეწყვიტეს. პროკურატურაშიამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ დრო გამოსაძიებლად. ეს იყოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა საქმე არ გამოიძიონ. ეჭვიმაქვს, ასეთი ქმედების უკან იყო ფინანსური დაინტერესებაგარკვეული ძალების მხრიდან, რათა უფრო მეტი ქონება ჩაიგდონხელში. მე კი, ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ ფინანსურზარალს ვიღებ.

მთავარ პროკურატურაში ახალი პროკურორის მოსვლის შემდეგ,ჩემი საქმე დაიძრა, ანუ ისევე, როგორც წინა პროკურორისმოსვლისას. იმედი მაქვს, აღარ გაჩერდება და საქმე ბოლომდე მივა.თუმცა, დღემდე არ ხდება იმ ადამიანების დაკითხვა, ვის წინააღმდეგაც მე მაქვს მტკიცებულებები. ჯერჯერობით მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, ეს ტემპი კი არ მაკმაყოფილებს.

მე არ გავჩერდები, ბრძოლას გავაგრძელებ და ვიცი, რომსაბოლოოდ კომპანიას მაინც დავიბრუნებ. სურვილი მაქვს, ეს მოხდესძალიან სწრაფად, რადგან ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობააქვს. თანაც, ჩვენ სასამართლოში მყარი მტკიცებულებებიწარვადგინეთ, მოწინააღმდეგე მხარეს კი შანსი არ აქვს, რომ ამასრამე დაუპირისპიროს.

“რ”: თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება გამოძიება?

მ.ს: საერთოდ, კრიმინალები ყოველთვის ცდილობენ, რომ ახალმთავრობას, ახალგამომცხვარ დიდ კაცებს (ასეთი დიდი კაცები კიყველა მთავრობაში მრავლად არიან), გაუყონ უკანონოდ მითვისებულიქონება. ეს დიდი კაცები კი ცდილობენ, რომ კანონდამრღვევებიმართლმსაჯულებას აარიდონ. ალბათ, ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილა.

აუცილებელია, რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს. ჩვენიუბედურება ისაა, რომ ქვეყანაში არ მუშაობს სამართალი,პროკურატურა და ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართსაზოგადოების ნდობა არის გაუფასურებული.

აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, ვინც უკანონოდ მიითვისა ქონება, ჩამოერთვათ და დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს, რომ სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით დაარეკეტოს ბიზნესმენი. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ყველაფერი განმეორდება.

“რ”: თქვენ დააფუძნეთ ორგანიზაცია “დააბრუნეთ”, სადაცრამდენიმე ასეული ადამიანი იყო გაერთიანებული - ისინი, ვინცწინა ხელისუფლების დრო ქონება ძალისმიერი მეთოდების გამოყენებითდაკარგეს. რომელიმე მათგანის საქმე თუ არის დასრულებული და თუდაუბრუნდა რომელიმეს უკანონოდ წართმეული ქონება?

მ.ს: დღემდე “დააბრუნეში” გაერთიანებული არც ერთ დაზარალებულ ბიზნესმენს ქონება არ დაუბრუნებია. არავის საქმე წინ არ წასულა. ეს ადამიანები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი. მე კი ვეუბნები მათ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და სამართლიანობა აღვადგინოთ.