ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის #4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილი, კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტული გუნდის „ჩემპიონი“ სახელით მონაწილეობდა.

23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (86 კგ) ასპარეზობდა. მან აშკარა უპირატესობით ოთხი ბრძოლა მოიგო, აქედან სამი – ნოკაუტით. ქართველმა მესაზღვრემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და აღიარებული ლიდერი კიკბოქსინგელები – დანიელი, თურქი, ალჟირელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა.