2013 წლის 9–10 დეკემბერს სასტუმრო „Holiday Inn“-ში ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება ტრენინგი ბავშვთა დაკითხვის პროცედურების შესახებ, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების და მთავარი პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები ესწრებიან.
სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონეზე და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი.
ტრენინგ–სემინარს ატარებენ ევროპელი ექსპერტები და განიხილება შემდეგი საკითხები: ბავშვთა უფლებების საერთაშორისო და ევროპული კონვენციები, მსხვერპლი არასრულწლოვანის დაკითხვის მეთოდები და დაკითხვის სამართლებრივი საფუძვლები.