დონალდ ტრამპი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის დროს და ადგილს ჯერ ისევ არ ასახელებს, თუმცა დასავლურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების აუდიენცია შესაძლოა ბუდაპეშტში ან ჟენევაში გაიმართოს. დონალდ ტრამპი სურვილის შემთხვევაში მზაობას გამოთქვამს ორმხრივ შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტიც შეუერთდეს და სამმხრივი სამიტი შედგეს.
დონალდ ტრამპი იხსენებს ალასკის სამიტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენას, როდესაც პუტინის თავზე ამერიკული ბომბდამშენების და ავიაგამანადგურებლების მოულოდნელმა გამოჩენამ რუსეთის ომის დამნაშავე ლიდერს წონასწორობა დააკარგვინა.
ალასკის სამიტის კიდევ უფრო მეტ დეტალს იხსენებს სტივ ვიტკოფი, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც მიანიშნებს, რომ დახურულ კარს მიღმა ნამდვილი დიპლომატიური ომი იყო.
პუტინის სამშვიდობო მიზნებს ეჭვის თვალით უყურებენ ევროპელი ლიდერები და ფიქრობენ, რომ ომის სამხედრო დამნაშავის მთავარი მიზანი ახლა უკრაინის კაპიტულაციაა, ამ ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა "პოლიტიკო". "ბლუმბერგის" ინფორმაციით კი აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროპელი მაღალჩინოსნები ბრიტანული და ფრანგული არმიების ნაწილების უკრაინაში გაგზავნას განიხილავენ. მათ გარდა მზაობა კიდევ 10-მა ქვეყანამ გამოთქვა, რაც რუსეთს არ მოსწონს.