28 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. 19 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გარდაიცვალა, მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მუჰბირი ასრულებს. მან შეხვედრა გამართა ისლამური საბჭოს თავმჯდომარესთან მუჰამედ ბაგირ ღალიბაფთან, მთავარ მოსამართლეს ღულამჰუსეინ მუჰსინ ეჯეისთან და ერთობლივი გადაწყვეტლებით არჩევნების დღედ 28 ივნისი გამოაცხადა. არჩევნებში კანდიდატობის მსურველებმა განაცხადი 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 12 ივნისიდან 27 ივნისამდე კი კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეეძლებათ.
ელექტრონული ხმის მიცემისათვის მზადება უკვე დაწყებულია რიგ რეგიონებში, მათ შორის თეირანსა და ზოგიერთ სხვა დიდ ქალაქში. მეთოთხმეტე პრეზიდენტი მუშაობას 2024 წლის ივლისიდან დაიწყებს და 2028 წლამდე გააგრძელებს.
უკვე ცნობილია ის ათი პიროვნება, ვინც პრეიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციასა და კანდიდატების შესახებ ცნობას Report.az აქვეყებს. გამომცემლობის ცნობით ისინი, ძირითადად, ირანში ცნობილი ფიგურები არიან და პოლიტიკასთანაც შეხება აქვთ.
მუჰამედ ბაქირ ღალიბაფი
მუჰამედ ბაქირ ღალიბაფი ისლამური საბჭოს თავმჯდომარეა. ის იყო ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და თეირანის პოლიციის უფროსი. დიდი ხნის განმავლობაში ეკავა სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობები. ლონდონურმა „Iran Wire“-მა მას „ყველაზე მომზადებული კანდიდატი“ უწოდა.
მოჰამად მუჰბირი
ამჟამად ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. მუჰბირი ხელმძღვანელობდა იმამ ხომეინის ორდენის განხორციელების კომიტეტს, სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც სპეციალიზირებულია საქველმოქმედო საქმიანობაში. ასევე იყო ხუზისტანის სატელეკომუნიკაციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი. 2010 წელს ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა ირანის სარაკეტო პროგრამასთან კავშირის გამო. მუჰბირი აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის იანვარში სანქციების სიაში შეიყვანა. 2021 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ის აირჩია პირველ მოადგილედ.
საიდ ჯალილი
ეს პიროვნება არის კონსერვატიული პოლიტიკოსი, რომელიც 2007-2013 წლებში ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. ჯალილი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი შეხედულებებით, მუშაობდა ირანის მთავარ ბირთვულ მომლაპარაკებლად. ირან-ერაყის ომში ფეხის დაკარგვამ მას თავისი ქვეყნისთვის თავგანწირული მეომრის იმიჯი მოუტანა. ცნობილია, რომ მან მიიღო მკაცრი იდეოლოგია და არის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ახლო მოკავშირე.
მოჰსენ რეზაი
მოჰსინ რეზაი იყო ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ყოფილი მეთაური და ეკავა რამდენიმე პოლიტიკური თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის ეკონომიკური დამხმარედ მუშაობდა. ის იყო პასუხისმგებელი ირანის ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობაზე, განსაკუთრებით ვალუტის გაუფასურებაზე. სავარაუდოდ, რეზაინი კვლავ იყრის კენჭს, როგორც 2021 წელს.
რეზა ზაკანი
ეს ადამიანი თეირანის მერია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დემონსტრაციების ჩახშობაში. ზაკანი ცნობილია თავისი მკაცრი ლიდერობითა და უსაფრთხოების კრიზისებთან გამკლავების უნარით, მაგრამ მას არ აქვს გამოცდილება საჯარო მმართველობაში ან საგარეო პოლიტიკაში.
ალი ლარიჯანი
ალი ლარიჯანი დიდი ხანია ირანის პარლამენტის თავმჯდომარეა და ცნობილი ირანული პოლიტიკური ოჯახიდანაა. მას დიდი ხნის ისტორია აქვს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თანამდებობებზე. მაგალითად, 2008 წლიდან 2020 წლამდე ის ხელმძღვანელობდა ისლამურ შურას საბჭოს (ირანის პარლამენტი). თავისი მოღვაწეობის პერიოდში ლარიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეროვნულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე. კანდიდატი ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი. ალიმ დიდი როლი ითამაშა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და ბირთვული მოლაპარაკებების ჩამოყალიბებაში.
პარვიზ ფატაჰი
პარვიზ ფატაჰი არის Mostazafan Foundation-ის პრეზიდენტი და არის ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული მიდრეკილებით. პოლიტიკოსს დიდი გამოცდილება აქვს საჯარო ადმინისტრაციაში და საქველმოქმედო ფონდებში მუშაობაში.
მეჰრდად ბაზაბაში
მეჰრდად ბაზაბაშს გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის პოსტი უკავია. საპრეზიდენტო კანდიდატი ირანში პერსპექტიული პოლიტიკური მომავლის მქონე ერთ-ერთ ახალგაზრდა ფიგურად ითვლება.
ალი შამხანი
ალი შამხანი არის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი და ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა, რომელიც შესაძლოა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. მას აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებში.
მოჯთაბა ხამენეი
მუჯთაბა ხამენეი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ვაჟია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა დადასტურებული არ არის, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა კენჭი იყაროს.