ვიზიტი ისრაელში (ვიდეო)

ვიზიტი ისრაელში (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ებრაელ კოლეგასთან მოშე იაალონთან გამართავს შეხვედრას. ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები ისრაელის ეროვნული უშიშროების მრჩეველთან იოსი კოენთან და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელთან ამოს გილადთან.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში 8 დეკემბერს დასრულდება.