სერბული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია შეშფოთებულია „სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივით.
სერბეთის „სოციალისტთა მოძრაობის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას.
„საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი აღარ შეიძლება“, - ამბობს ბოიან ტორბიცა, „სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატი.
Euronews-ის ცნობით, დოკუმენტი ძალიან ჰგავს „უცხოური გავლენის“ შესახებ საკამათო კანონს, რომელიც საქართველოში მალე დაინერგება.
2 ივნისს სერბი ამომრჩევლები მივლენ საარჩევნო ყუთებთან და მონაწილეობას მიიღებენ განმეორებით არჩევნებში. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად შემოთავაზებულმა კანონპროექტმა შეიძლება მეტი ხმა მოუტანოს სერბეთის „სოციალისტურ მოძრაობას“.
„სერბეთის რესპუბლიკისთვის საფრთხეა, რადგან არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ სახსრებს უცხოეთიდან. ასევე, ისინი უწევენ აქ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოპულარიზაციას და სერბეთის რესპუბლიკის განადგურებას ხელს უწყობენ“, - ამბობს „სოციალისტური მოძრაობის“ პარლამენტის ლიდერი ჯორჯ კომლენსკი.
არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“, შეშფოთებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს კანონპროექტმა მათ მუშაობაზე და სერბეთის საზოგადოების მომავალზე.
„ამ განცხადებებს მე ვუყურებ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაშინების საშუალებას. ანუ, იმ მედიას, რომელიც კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მუშაობას, მათ დახურავენ. ჩვენ რეალურად ვხედავთ რაღაც აკრძალვას გარკვეული დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე“, - ამბობს მარკო მილოსავლევიჩი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი.
ცნობისთვის, თებერვალში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სერბეთში 2023 წლის ბოლოს ჩატარებული არჩევნები იყო „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის მოსალოდნელ სტანდარტებზე დაბალი“ და მოუწოდებდა სერბეთის ხელისუფლებას, რათა გამოეძიებინათ თუ როგორ დაირღვა ხმის მიცემა არჩევნების დროს.
მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი და მოვიშოროთ ბნელი ინტერესებისთვის გამოზნული უცხოური დაფინანსება!