პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში - აშშ საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ სანქციების დაწესებისთვის ემზადება. თბილისიდან კი ვაშინგტონს პასუხობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა და მიუღებელი მეთოდებით შანტაჟია. „ქართული ოცნების“ განცხადებითვე, სანქციები კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კი მუაქრის შემდეგ მოქმედებაზე გადადის. წარმომადგენელთა პალატაში დაანონსებული საპასუხო ზომები, ენტონი ბლინკენის იმ განცხადებაში დაკონკრეტდა, რომელიც მისი სახელით სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შტატების ოფიციალური პირი წერს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საკითხს არ გადახედავენ, მათზე სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გავრცელდება. დასაბუთება ასეთია - პირი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, შეუსაბამოა ვიზების მიღების და შტატებში გამგზავრებისთვის. სანქციები შესაძლოა დაწესდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ოჯახის წევრებზეც.
საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სანქციები არ აშინებთ და შანტაჟს არ ექვემდებარებიან. ამბობენ, რომ დეპუტატების კანონშემოქმედების გამო დასანქცირება, უსამართლობაა.
„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება“ - ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს: „გამჭვირვალობის კანონის გამო შტატები სანქციებს სწორედ მაშინ აანონსებს, როცა მსგავსი კანონი უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს ამერიკაში, უკვე მიიღო საფრანგეთმა და ინიცირდება თურქეთშიც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის. წესით, შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:
- გრძელდება შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი, აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარეაქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს.
- უპრეცედენტო და, ამავდროულად, კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…
- ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის, ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, ელაპარაკოს ქართველ ხალხსა და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას! საქართველო ამას შეძლებს!“.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ კანონი იმის საბაბია, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ამერიკისთვის სასურველ კონიუქტურაში დაბრუნება. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „გლობალური ომის“ პარტიისთვის მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს დამყოლი და მათი ნებარუსვილის გამტარებელი.
„კანონზე საუბარი უკვე იმდენად გაცვდა, რომ გამოჩნდა, ამერიკის დემპარტამენტს ნერვებმა უმტყუნა. აქ უკვე კანონზე შორს მიდის დაპირისპირება. წარმოიდგინეთ, რომ კანონის გამო ხელისუფლებას ვინმე ასანქცირებდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს სუვერენული და არ უნდა ატარებდეს დამოუკიდებელ პოლიტიკას. როგორც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში მხარე უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერში მონაწილეობა რომ არ მიიღო და საქართველომ, აბსოლუტურად ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა რომ გაატარა, ამას არ პატიობენ ჩვენს ხელისუფლებას. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონეზე მიდის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. ანუ, გამოდიან ე.წ. პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირდაპირ, ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტის გარშე, სანქციებზე საუბრობენ“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ამ სანქციებზე საუბრით ამერიკელები ორ მნიშვნელოვან გათვლას აკეთებენ - პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ეს თემა რადიკალურმა ძალებმა გამოიყენონ. მეორე მხრივ კი, რამენაირად, საქართველოს ხელისუფლების იმიჯი ქვეყნის შიგნით შეირყას და ლეგიტიმაციის პრობლემა გაუჩნდეს.
„ეს არის ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. თუმცა აქვე არ ითვალისწინებენ იმას, რომ თუ ვინმე ქვეყნის შიგნით ნეიტრალური აქტორი იყო, აბსოლუტურად ყველა ამ პროცესების მოზიარე გახდა და ხელისუფლების თანამოაზრე. აბსოლუტურად ყველამ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას, რადგან აქ უკვე სახელმწიფოს თავმოყვარეობას ეხებიან. ყველა ხედავს რა ხდება საქართველოს წინააღმდეგ - როცა ეს კანონი საფრანგეთს აქვს და სხვა ევროპულ ქვეყნებს, საქართველოს ამის უფლებას არ აძლევენ. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან თანაგრძობას ვერ მიიღებენ. ხელისუფლება ვეტოს დაძლევს და ამ კანონს მიიღებს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „გლობალური ომის“ პარტიის ისეთ ინსტრუმენტს შეეხო, რა ინსტურმენტის მეშვეობითაც ეს ტრანსკორპორაციული წარმონაქმნი, ყველგან გავლენას ახერხებს. ხოლო, თუ საქართველოს ხელისუფლებას გამოუვა და ზეგავლენას ვერ მოახდენენ, მაშინ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ, ფაქტობრივად, ომს აკვირდება, დომინოს პრინციპით მათ გავლენას ჩამოშლის.
„ზოგიერთ სახელმწიფოში ეს წინააღმდეგობა უკვე დაწყებულია, მაგრამ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, კიდევ უფრო ბევრ სახელმწიფოს მიეცემა იმის სტიმული, რომ ვასალური დამოკიდებულების ტყვეობიდან გამოვიდნენ. ამერიკის კოლონიალური პოლიტიკა უკვე ბევრი ქვეყნისთვის აუტანელია და მისგან დისტანცირებას შეეცდებიან. ამიტომ არის გაშმაგებული ბრძოლა საქართველოსთან, რომ რამენაირად პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პრეცედენტი არ დაუშვან. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უკვე ძალიან ძლიერი დარტყმის მიყენება ამ პოლიტიკური აქტორებისთვის, რაც მათთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და ვნახეთ, რა რეაგირებაც მოჰყვა. მეორე რასაც შევეხებოდი, ეს სანქციების პაკეტია, რომელიც ამ ეტაპზე კონკრეტულ პერსონებს ეხება - დეპუტატებს, მთავრობის წევრებს. ეს არის ნეოტროცკისტული, ნეოფაშისტური ლოგიკა, როცა ამ პაკეტში ამ ადამიანების ოჯახის წევრები ხვდებიან. ბავშვების და შვილების ამ სიაში შეყვანა, რომელ ლიბერალიზმის ლოგიკაში შედის?! ეს არის ყველა იმ ფასეულობის დარღვევა, რომლითაც ასე ამაყობს დასავლეთი. ეს არის უფრო ფაშისტური მიდგომა. ეს არის ქართველი ლიბერალური ფაშისტების ცნობილი ქმდება, რომელიც ამერიკამ გამოიყენა. არა უშავს, ამ დარტყმასაც აიტანს საქართველო და ბოლომდე გამარჯვებული გამოვა“, - ამბობს ქართველიშვილი.
მოკლედ დამტოვეს ამ ამერიკელებმა უსაქმურად ...ყველაფერი ზედაპირზე დევს მე რაღა უნდა ,,გავშიფრო,,--- ვილაპარაკ????
ისე ესე სჯობია .....ოღონდ ამათ აქედან ავახვევინოთ და მე დაჟე გაზეთსაც კი აღარ წავიკითხავ....
მთავრობას გამძლეობას და სიძლიერეს ვუსურვებ!