სააკაშვილის კიდევ ერთი მარცხი სტრაბურგში

სააკაშვილის კიდევ ერთი მარცხი სტრაბურგში

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოში საქმე - „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიხეილ სააკაშვილისთვის კრახით დასრულდა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში გაამართლა. საქმეში საუბარი იყო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრების შეწყალებაზე, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა. ასევე სააკაშვილი დავობდა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზეც. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, არც ერთი წაყენებული პრეტენზია არ დააკმაყოფილა და სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში დაწერა: „არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.

მმართველი გუნდიდან ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა: „მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი მოკავშირე ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხვის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხვისთვის. მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით. ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე. ევროპულმა სასამართლომ ასევე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს“.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.

„რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

„სამართალმა პური ჭამა“, ამბობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი. მისი თქმით, დადგინდა, რომ საქმეში არც ერთი გადაცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია.

„ევროდეპუტატების არაერთი მიმართვა აღმოჩნდა სრული სიყალბე და სიცრუე, ეს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა და ყველაფერი დადგინდა, რომ ამ საქმეში არც ერთი გადაცდომა ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია, სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. ამით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტარების“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოა დღეს ერთადერთი ორგანო, რომელიც ყველანირად ცდილობს პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცეს. ახვლედიანი ამბობს, რომ ის ყველანაირად ახერხებს მიკერძოვებული არ იყოს და ეს გადაწყვეტილება ამის ნათელი მაგალითია.

„სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაადგინა, რომ სააკაშვილის სარჩელები აბსურდია. რაღაცა საკითხებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელებს არც იღებს ხოლმე განსახილველად. გარკვეულ თემებში იღებს, თუმცა აქაც ისევ ადგენს, რომ საქართველომ გაიმარჯვა. ამან კი სამი ძირითადი მნიშვნელოვანი მომეტი წარმოაჩინა. პირველი ის, რომ სააკაშვილის დროს, ერთმნიშვნელოვნად, ქვეყანაში სისტემური დანაშაული არსებობდა და ეს სტრასბურგის სასამართლოს მილიონჯერ აქვს დადასტურებული. მეორე - სააკაშვილი სრულიად დამსახურებულად იხდის ვალერი გელაშვილის ცემის და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ფაქტზე სასჯელს. ამდენი წელია ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტვინი გაგვიხვრიტეს, თითქოს სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან, მაგრამ ეს სტრასბურგმა საბოლოოდ გააცამტვერა. სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, მეტი რომელმა მაღალმა ინსტაციაღამ უნდა დაადგინოს, რომ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი კატეგორიული დასკვნა, ამაზე მაღალი ინსტაცია აღარ არსებობს.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ისაა, რომ 2012 წლის შედმეგ, საქართველოში მოქმედი სასამართლო სისტემა ობიექტური და სამართლიანია. პოლიტიკურად აღარ არის მიკერძოვებული, ნამდვილად ეყრდნობა სამართლებრივ ფაქტებს და ნამდვილად ეყრდნობა სამართლებრივ სტანდარტებს და არა პოლიტიკურს. მერამდენედ მოხდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანია“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების 95% მომჩივანების მიერ იქნა მოგებული. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში დაბრუნების პერსპექტივას, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ, ალბათ, ეს გადაწყვეტილება სჯობს ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ მიიღოს.

„ნამდვილად არსებობს უკვე იმის საფუძველი და მოცემულობა, რომ სააკაშვილი საკანში დაბრუნდეს. ყველამ გაიგო უკვე, რომ ის არის აფერისტი და სპეკულიანტი. მიუხედავად იმისა, რომ მილიონები ხარჯეს ამ ტყუილის გაპრავებისთვის, რეზოლუციები აღებინეს ევროპარლამენტარებს და რა სახის თავდასხმების ობიექტი არ გახდა ქვეყანა, მაინც ვერ დააჯერეს ვერავინ ამ აფერისტობაში. აგერ, ვხედავთ, რომ უცბად გამოჯანმრთელდა, აღარც დემენცია ჰქონია და აღარც რა ვიცი რა დაავადებებზე აღარ საუბრობდნენ. თან როგორ ურცხვად ლაპარაკობდნენ ამაზე, როცა იცოდნენ, რომ სრული აბსურდი იყო. მხოლოდ კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და დაიწყო წონაში კლება, რისთვისაც ეს ოპერაცია გაიკეთა.

სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა მხოლოდ პოლიტიკური ჰუმანურობის და პროცესების ანგარიშის გაწევაა. ისევ და ისევ საერთაშორისო აქტორების, რომლებსაც სააკაშვილის გათავისუფლება ჰქონდათ დაჟინებული. პოლიტპატიმრობის თემა დასრულებულია, მაგრამ დღეს ის რომ ხელისუფლებამ ციხეში გადაიყვანოს, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ნარატივი, რომ აი, სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ისევ კლავენ. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, ვფიქრობ, მისი გადაყვანა არჩევნების შემდეგ უფრო მარტივი იქნება და ძალიან ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება“, - ამბობს ახვლედიანი.

 

 

 

მერაბ.g "კიდევ ჩაიფსი მიხეილ?"
5 თვის უკან