შსს-ს წარმომადგენლები ტობიას ტიბერგს

შსს-ს წარმომადგენლები ტობიას ტიბერგს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის უფროს ტობიას ტიბერგს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ბოლო დღეებში ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.