6 დეკემბერს, 11:00-ზე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებულ დროებითი მოთავსების იზოლატორს გახსნის. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
იზოლატორების საქმიანობა გახდა გამჭვირვალე. ბოლო 10 თვის მანძილზე, მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 90-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა;
2012 წლის დეკემბერში, დროებით მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ასევე, დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დროის რეალურ რეჟიმში 24 საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა;
დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალ თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა;
პერმანენტულად ხორციელდება იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების, ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით.