რა უნდოდა სააკაშვილს ბრაზილიაში

რა უნდოდა სააკაშვილს ბრაზილიაში

რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა, სად არის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და რა გეგ­მე­ბი აქვს? - ამ თე­მა­ზე მუდ­მი­ვად გა­ის­მის ვა­რა­უ­დე­ბი, ვცა­დეთ, ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი ბა­ტო­ნი გი­გი წე­რეთ­ლის­გან მიგ­ვე­ღო:

- ვი­ცი, რომ ამე­რი­კა­ში იყო, სა­დაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თა რო­გორც კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის, ასე­ვე სე­ნა­ტის პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან. შემ­დეგ შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და ევ­რო­პა­შიც, რო­გორც ვი­ცი, ის მუ­შა­ობს საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც თვი­თონ­ვე გა­ნაცხ­ა­და. ახ­ლა სად არის, არ ვი­ცი. ით­ქვა, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, მაგ­რამ ეს არ და­დას­ტურ­და.

- თქვენ სან­დრა რუ­ლოვ­სთან ერ­თად გა­მოჩ­ნდით ერ­თ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ის ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­სი და მე­უღ­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გი­კითხ­ავთ?
- დი­ახ, ქალ­ბა­ტო­ნი სან­დრა შიდ­სთან, ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან და მა­ლა­რი­ას­თან მებ­რძო­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო მე­ქა­ნიზ­მის ხელ­მძღვნე­ლია და დი­დი წვლი­ლი აქვს ამ საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი. ნამ­დვი­ლად ვი­სა­უბ­რეთ მის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. ის აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმ სფე­რო­ებ­ში, რო­მელ­შიც აქამ­დეც მუ­შა­ობ­და, ეს არის ჯან­დაც­ვა, ათას­წლე­უ­ლის მიზ­ნე­ბი, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. უმ­ცროს შვილ­თან, ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, უფ­რო­სი ვა­ჟი უცხ­ო­ეთ­ში სწავ­ლობს. ვი­ცი, რომ მას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­უ­წევს, ის ერ­თხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებს დარ­ჩე­ნას და აქ­ტი­უ­რო­ბას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რაც უკ­ვე ჩა­მოვ­თვა­ლე.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე არ გი­სა­უბ­რი­ათ?
- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რო­ცა მო­უნ­დე­ბა, მა­შინ დაბ­რუნ­დე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ხომ გა­ნაცხ­ა­და, ის არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი მოქ­ალა­ქე და რო­ცა უნ­და მა­შინ დაბ­რუნ­დე­ბა­ო, არა­ვი­თა­რი საქ­მე მის წი­ნა­აღ­მდეგ არ არ­სე­ბობს. ისე, ამ ხალ­ხი­საც გამ­კვირ­ვე­ბი­ა, აქ იყო - რა­ტომ არ მი­დი­სო, წა­ვი­და და, რა­ტომ წა­ვი­და­ო. 46 წლის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხრა წე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო და უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა, რო­მე­ლიც ფარ­თო მას­შტა­ბის პო­ლი­ტი­კო­სი­ა, სა­ეჭ­ვო­ა, სა­ერ­თოდ შე­ეშ­ვას პო­ლი­ტი­კას. მას ამ­გვა­რი არა­ფე­რი უთ­ქვამს, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად, რო­ცა ამას მო­ი­სურ­ვებს. ის არის ჩვე­ნი პარ­ტი­ის 

თავ­მჯდო­მა­რე, რაც ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სუ­ლაც არ ჩა­მო­შო­რე­ბია პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, უბ­რა­ლოდ, ის­ვე­ნებს. რო­გორც ვი­ცი, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან აქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე ფიქ­რობს და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლას გვამ­ცნობს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მისი ბო­ლო აქ­ტი­უ­რო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხე­ბა - უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ფე­ნი­ლია ბა­ნე­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­წე­რით, ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი რუს­ლა­ნა მღე­რის. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ ის სამ­ხრეთ ამე­რი­კას, კერ­ძოდ, ბრა­ზი­ლი­ას სტუმ­რობ­და. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­შიც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ყო­ფი­ლი­ყო. სა­მა­გი­ე­როდ, იქა­ურ პლა­ჟებ­ზე შე­ეძ­ლო და­ეს­ვე­ნა "დი­დი პო­ლი­ტი­კის­გან".