შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი ევროპის საგარეო პოლიტიკური სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის წარმომადგენლებს: რამონ ბრუგადას, კლაუს ვინტოპს, პერ ნორმარკს, ასევე, სამოქალაქო გეგმარებისა დაშესაძლებლობების მართვის წარმომადგენელ მარია ფიჰლს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანალიტიკური განყოფილების უფროს ფილიპ ჯონესს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ უკანასკნელის მანდატის სამომავლოდ გაგრძელების პერსპექტივები.
დავით სუჯაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლის მნიშვნელობასსაოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების სფეროში, მისწარმატებულ მედიაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში და ე.წ. ცხელი ხაზის ეფექტურ ფუნქციონირებას.