ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ბიულეტენის თანახმად, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დებულებების ჩათვლით, რომელთა პარაფირებაც საქართველოსა და მოლდოვასთან ამ კვირის განმავლობაში განხორციელდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, დაიწყო ახალი თავი ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში და გზა გაეხსნა პრივილიგირებულ სავაჭრო ურთიერთობებს მათთან.
ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ არის ახალი თაობის დოკუმენტი, რომლებშიც ასახულია ევროკავშირის პრივილიგირებული ურთიერთობები და გაზრდილი ვაჭრობა საქართველოსა და მოლდოვასთან. ეს ხელშეკრულება „უფრო შორს მიდის, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის ინტეგრაციის ტრადიციული ფორმები. მასში მოცემულია არა მხოლოდ მხოლოდ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები, არამედ ძირეული რეფორმები და ევროკავშირის მხარდაჭერა ამ რეფორმების გატარებაში, რის მიზანსაც წარმოადგენს ეკონომიკური გაჯანსაღება და ზრდა, მსოფლიოს ბაზრებში ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკის ინტეგრაციის დონის გაზრდა“.
რას წარმოადგენს დებულებები ვაჭრობის შესახებ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში?
ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ მოიცავს პროდუქტებით ვაჭრობას, საბაჟო გადასახადების გაუქმებისა თუ შემცირების ჩათვლით. გარდა ამისა, ეს ხელშეკრულება იძლევა მომსახურების ბაზრის ხელმისაწვდომობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებს. ამ წესების მიზანია ვაჭრობის მაქსიმალური ლიბერალიზაცია, თუმცა ასევე მოცემულია აუცილებელი პირობა, რომლის ძალითაც მხოლოდ შესაბამისი საქონელი მოცხდება პრივილიგირებულ კატეგორიაში. მსოალოდნელია ორმხრივი დისკუსიები, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა საკითხის დარეგულირება დაჩქარებულ რეჟიმში.
საქართველოსა და მოლდოვას მოეთხოვებათ მარეგულირებელი პოლიტიკის რიგ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. არსებული საბაჟო გადასახადებისა და მარეგულირებელი ბარიერების ეტაპობრივი გაუქმება გაზრდის პროდუქტებისა და მომსახურების ასორტიმენტსა და ხარისხს, გამოაცოცხლებს კონკურენციას და ექსპორტს, გააუმჯობესებს ბიზნეს-გარემოს, მოიზიდავს ინვესტორებს და, ამავე დროს, აამაღლებს სოციალური, გარემოს დაცვისა და მომხმარებლის დაცულობის დონეს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მმართველობის სტაბილური და პროგნოზირებადი წესები, განსაკუთრებით სოციალური საბაზრო ეკონომიკის მხრივ, რომელიც დიდწილად დაუცველია. გაუმჯობესებული პროდუქტები და მომსახურება გაზრდის საქართველოსა და მოლდოვის მომხმარებელთა და მოქალაქეთა ცხოვრების ზოგადი სტანდარტების დონეს.
როგორია მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები?
დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ გაზრდის საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში 12%-ით, ხოლო იმპორტს 7.5%-ით. გრძელვადიან ჭრილში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება გაიზარდოს 4.2%-ით ანუ 292 მილიონი ევროს ოდენობით, თუკი ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ სრულფასოვნად გატარდება და შენარჩუნებული იქნება მისი შედეგები.
რაც შეეხება მოლდოვას, მოსალოდნელია ეროვნული შემოსავლების ზრდა 142 მილიონი ევროს ოდენობით ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 5.4%-ით. ამ ქვეყნის ექსპორტი ევროკავშირში გაიზრდება 16%-ით, ხოლო ექსპორტი 8%-ით, რაც გამოიწვევს ანაზღაურების ზრდას და მომხმარებელთათვის უკეთესი ფასების შეთავაზებას.
განრიგი
ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოჰყვება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ამ ხელშეკრულების ნაწილის ხელმოწერა და განხორციელება შეძლებისდაგვარად მალე. ევორკავშირის მიზანია ხელმოწერის განხორციელება 2014 წელს, რასაც უნდა მოჰყვეს გადაწყვეტილება სავაჭრო დებულებების დროებითი და ნაწილობრივი გატარება ძალაში სრულად შესვლამდე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ მის სრულ რატიფიცირებამდე.
http://enpi-info.eu/maineast.php?id=35410&id_type=1&lang_id=450