გასულ კვირაში ჩატარებული ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ყველა შესაძლო შედეგებიდან, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გამეორება, ალბათ ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ლიტვა იმედოვნებდა, რომ უკრაინა მისი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში, ბლოკში გაწევრიანების გზას დაადგებოდა და ხელს მოაწერდა გრანდიოზულ შეთანხმებას ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. როდესაც უკრაინელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბოლო მომენტში შეთანხმების ხელმოწერა გადაიფიქრა, და მიზეზად რუსეთის მხრიდან ზეწოლა დაასახელა, სამიტი წინასწარ შეფასდა, როგორც ფუჭი სალაყბო, და რაც კიდევ უფრო სადავოა, როგორც რუსეთის გამარჯვება.
კიევში განვითარებული მოვლენები საპირისპიროზე მეტყველებს. უცნაურია, მაგრამ ეს სცენები უფრო პოზიტიური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა (დემონსტრანტთა ყველაზე დიდი რიცხვი იმ ცნობილი ცხრა წლის წინანდელი მოვლენების შემდეგ) უარყო ხელისუფლების მიერ შემოღებული აკრძალვა დემონსტრაციების ჩატარებაზე და უკრაინისათვის ევროპულ ბედს მოითხოვს. დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით უპასუხეს. არსებობს ცნობები ბევრი დაშავებულის შესახებ ორივე მხრიდან. მაგრამ ეს დემონსტრაციები მაინც არ ცხრება.
საპროტესტო აქციები არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გაერთიანდა ევროპის მომხრე კიეველების ირგვლივ, ან იმას, რომ დემონსტრანტები იანუკოვიჩს და მის მთავრობას გადადგომას ან 180 გრადუსით შემობრუნებას აიძულებენ. ქვეყანა თავისი მისწრაფებებით ორ ნაწილადაა გახლეჩილი (დასავლეთი და აღმოსავლეთი) და ასეთი სიტუაცია არის მას შემდეგ რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. კიევი, რომელიც მანამდე დასავლეთს და აღმოსავლეთ შორის იდგა, დღეს დიდწილად დასავლეთისკენ იხრება მისი ახლად ჩამოყალიბებული საშუალო კლასის წყალობით.
საპროტესტო გამოსვლები ნიშნავს იმას, რომ ვილნიუსში სულაც არ დაკარგულა უკრაინის დასავლეთისკენ სვლის პერსპექტივა, და რომ ბრძოლის გარეშე მისი მომხრეები არ ნებდებიან. ეს ერთგვარ ნუგეშად გამოდგება ბრიუსელისათვის, რომელმაც, როგორც ჩანს უკან დაიხია და ჭრილობებს იშუშებს. ეს ერთგვარი გზამკვლევიც კი არის იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა მომავალში.
როგორც არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი, ის უნდა შეეცადოს თავიდან აიცილოს ის შეცდომები, რომელიც მან ბოლო თვეებში დაუშვა. თუკი მოსკოვმა უკრაინაზე უხეში ზეწოლა მოახდინა, რათა კიევს საბოლოო და გარკვეული არჩევანი გაეკეთებინა მის ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირთან დაახლოებას შორის („აღმოსავლეთ პარტნიორობის“ გზით), ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბრიუსელი ზუსტად ასევე აყენებდა ანალოგიურ პირობებს პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“. გაურკევევლია, რამ გამოიწვია ეს: უკრაინის რეალიების არცოდნამ თუ იმან, რომ ბევრი სხვა საყურადღებო მომენტიც იყო – ევროს კრიზისიდან დაწყებული გერმანიის არჩევნებით დამთავრებული. მაგრამ იმით, რომ ბრიუსელმა კატეგორიულად მოსთხოვა კიევს შეთანხმების ხელმოწერა და ბოლო ვადად ნოემბრის ბოლო განუსაზღვრა, ამით მან ისეთი რამ მოითხოვა, რაზეც უკრაინას თავიდანვე უჭირდა დათანხმება.
საქმე ის კი არ არის, რომ იანუკოვიჩი პრორუსულად არის განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან მას სწორედ ასე ყურებენ, მიუხედავად ევროკავშირთან დაახლოებისკენ მისწრაფებისა. როგორც ჩანს, მიზეზი ისაა, რომ უკრაინამ ჯერ ბოლომდე ვერ გააცნობიერა თავისი პოსტსაბჭოთა იდენტობა და არასაკმარისად თქვა უარი საბჭოთა ეპოქის ეკონომიკურ კავშირებზე. არსებობს ჯიუტი ფაქტები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ახლა უკრინისთვის მიზანშეწონილი არ არის იმ ხიდების დაწვა, რომელიც მას მოსკოვთან აკავშირებს – ევროკავშირი ხომ დიდი ალბათობით ვერ შეძლებს უკრაინისთვის იმის ანაზღაურებას, რასაც ის დაკარგავს.
ევროკავშირი კატეგორიულ უარს იტყვის იანუკოვიჩის წინადადებაზე მოიწვიოს სამმხრივი კომისია უკრაინის, ევროკავშირის და რუსეთის მონაწილეობით. არაოფიციალურად მან ეს უკვე გააკეთა. პროცესში რუსეთის ჩართვა ნიშნავს, რომ ბრიუსელი უკვე აღიარებს იმას, რომ მოსკოვს ლეგიტიმურად შეუძლია გავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებებზე, და რომ უკრაინა – სუვერენული სახელმწიფო არ არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ კომპრომისის ძიების შემთხვევაში, რუსეთის ჩართვა მაინც საჭირო გახდება. შესაძლებელია, ევრაზიული საბაჟო კავშირის დროშის ქვეშ, თუკი პერსონალურად ქვეყნის სახელით არა. ან კომპრომისის ძიების ორგანიზება შეიძლება რუსეთი-ევროკავშირის რეგულარული, და დიდწილად უშინაარსო სამიტების ფარგლებში.
პრაქტიკული ხასიათის პრობლემები გადაულახავი არ არის. ახლა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, და მოსკოვი და კიევი ერთად სულ უფრო აქტიურად ცდილობენ საკუთარი ნორმები და წესები ევროკავშირის სტანდარტებს მიუსადაგონ. ამიტომ საკმაოდ არადამაჯერებელია რუსეთის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ყოველთვის იარსებებს რეგულირების და ტარიფების გარკვეული სფერო, რომლისთვისაც ორივე ორგანიზაციის წევრობა შეუთავსებელია.
პირველ რიგში, ახალი მოლაპარაკებების რიტმი ბევრად უფრო მშვიდი უნდა იყოს. ბოლო თვეების ალიაქოთი არავის არ სჭირდება. შეიძლება, ღირდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოცდა, რომელიც 2015 წლის დასაწყისში ჩატარდება. იმ დროისთვის შესაძლებელი გახდება წინასაარჩევნო ბრძოლის ორგანიზება ევროპასთან მიერთების საკითხზე. მაგრამ თავად უკრაინის ინტერესებისათვის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს შუალედურ სქემას, რომელიც მას ორივე ბანაკში ყოფნის შესაძლებლობას მისცემს. ცივი ომი, როდესაც უკრაინა შეიძლება ნადავლად მიჩნეულიყო და მისთვის გებრძოლა, დასრულდა.
foreignpress.ge