დავით სუჯაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დავით სუჯაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს, პოლიტიკურ მრჩეველ ალესანდრა რაგონინის და მეკავშირე ოფიცერ მარტინ კულიშეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ბოლო დღეებში ქარელის და გორის რამდენიმე სოფელში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე.

საუბარი ასევე შეეხო გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების განახლების საკითხებს.

შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დააფიქსირა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ეფექტური მუშაობისთვის მზაობა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში გამართული შეხვედრები უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაზე.