შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებითგადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე.
ამ დროისათვის ამ მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. ხვალ დღის საათებში მოძრაობადასაშვები იქნება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება.