საქართველოს ეროვნული გვარდია აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“-ში ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის 80-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ეროვნული გვარდიის ხელმძვანელობის ინიციატივით, გვარდიელებმა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიღეს. სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებული სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკს გადაეცემა.
საქველმოქმედო აქციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები აქტიურად მონაწილეობენ. ბავშვების დასახმარებლად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა და მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა სისხლი უკვე გაიღეს.