შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა ექსპერტ ტომას ჰამერბერგს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა ექსპერტ ტომას ჰამერბერგს შეხვდა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ადამიანის უფლებათა ექსპერტ ტომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც საუბარი შეეხო პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებსა და რეფორმებს.