შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს სტეფანწმინდის მე-6 ქვეგანყოფილებას ყაზბეგის რაიონში 1 დეკემბერს გახსნიან.
შს სამაშველო ქვეგანყოფილების მშენებლობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
სტეფანწმინდის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, რაციები, ახალი ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცემათ.