დებატებში, რომელიც უკრაიანასა და ევროავშირთან ასოცირების შეთანხმების გადადების ირგვლივ იმართება, ძალიან უცნაურად მომეჩვენა ამომავალი თეიზისი იმის შესახებ, რომ ევროპასთან ინტეგრაციას ავტომატურად მოჰყვება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სერიოზული ადამიანები, რომლებიც მსგავს საკითხებს განიხილავენ, ხშირად უპირისპირებენ ერთმანეთს დამაჯერებელ პროგრესს, რომელსაც უკრაიანა ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში მიაღწევს და იმ „სტაგნაციას“, რომელიც მას გარანტირებული აქვს რუსეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში.
მაგალითად, ახლახანს Financial Times-ის ფურცლებზე ერთ-ერთმა სერიოზულმა ევროპელმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ასეთი რამ განაცხადა:
„მხოლოდ ცოტას თუ ჯერა იმის, რომ უკრაინის ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა არის ის, რომ მან უარი უნდა თქვას ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ მოდერნიზებასა და ბაზრებთან ხელმისაწვდომობაზე, და უნდა დაუხლოვდეს სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფ რუსეთს… გამოცდილება ცხადყოფს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია – ეს არის რეფორმების და დაახლოების მექანიზმი, რომელიც დროთა განმავლობაში ქვეყანას ფეხზე აყენებს“.
ჯიუტი არ ვარ და არ მიმაჩნია, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა გაწევრიენდეს საბაჟო კავშირში, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში. სინამდვილეში, მე არაერთხელ მითქვამს, რომ თუკი უკრაინელ ხალხს ევროპაში უნდა, მაშინ უკრაინის ადგილი ევროპაშია. მაგრამ ევროკავშირთან „დაახლოების მექანიზმის“ ეფექტურობა – ეზოთერული ფილოსოფიური დებატების თემა არ არის. ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ბლოკში გაწევრიანდნენ, მათი ეკონომიკური განვითარების შედეგებს და დამოუკიდებლად დავასკვნათ, უახლოვდებიან თუ არა ისინი განვითარებულ ბაზრებს.
მეტნაკლებად თვალსაჩინოა ევროკავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრის ხორვატიის გამოცდილება, რომელმაც ევროკავშირის წევრობაზე სერიოზული მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, ამ წლის ივლისში კი ბლოკის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მსოფლიო სავალუტო ფონდის და ევროსტატის მონაცემთა ბაზაში არსებულ ცხრილებს თუ გადავხედავთ, არანაირი „დაახლოება“ არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მე ის ნამდვილად ვერ შევნიშნე.
2013 წელს, ხორვატიის მშპ 2005 წლისაზე ოდნავ ნაკლებია. არანაირი ზრდა არ არის, დაახლოებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ევროკავშირთან სერიოზული ინტეგრაციის დაწყების შემდეგ ხორვატია განვითარებული ბაზრების ტრაექტორიას აცდენილია. და ამ ბაზრებთან მიმართებაში ის კი არ მდიდრდება, არამედ უფრო ღარიბი ხდება.
მე არ ვამტკიცებ იმას, თითქოს ევროინტეგრაცია ხორვატიული პრობლემების მიზეზი გახდა. მაგრამ თუ შევხედავთ ამ საშინელ ეკონომიკურ შედეგებს, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირმა ეს პრობლემები ვერ გადაწყვიტა.
მაშ, რით შეიძლება აიხსნას ის, რომ ხორვატია ვერ უახლოვდება ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს? ანალიტიკოსი ლუკა ორესკოვიჩი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ევროპულ და ბალკანურ საკითხებზე მუშაობს, ხორვატიასთან დაკავშირებულ ყველა თემაზე ყველაზე ინფორმირებული და კომპეტენტური ექსპერტია. ორესკოვიჩი ამ სუსტ მაჩვენებლებში მთლიანდ ხორვატიის პოლიტიკურ სისტემას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქვეყანას არ გააჩნია უნარი ბოლომდე მიიყვანოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვანი რეფორმები:
„პოლიტიკური პარტიები ძალიან არიან დამოკიდებული სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ამომრჩევლებზე, ამიტომ მათი რიცხვი განაგრძობდა ზრდას და თითქმის 700 000 ადამიანს მიაღწია (ხორვატიის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 700 000). იმავდროულად, კერძო სექტორმა 2009 წლიდან 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა, და ახლა იქ მილიონზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.
ხორვატიულ ეკონომიკას ინარჩუნებს ის, რომ იქ რეფორმები არ ტარდება. მათ არავინ ატარებდა არც მანამდე და არც ევროკავშირში გაწვრიანების პროცესში. სამუშაო ძალის ბაზარი ნაკლებად მოძრავია და ხელს უშლის მოქნილ დასაქმებას (როგორიც არსებობს წარმატებულ გერმანულ მოდელში). ეს კი უმუშევრობის მასშტაბური ზრდის მიზეზია ახალგაზრდებს შორის. უფლებათა ნორმის სფეროში გაუმჯობესებაა, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლებში ასეთი გაუმჯობესება არ არის. რეფორმების არაეფექტურობის და მათი არარსებობის თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ 2008 წელს პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მოცულობა 4 მილიარდ ევროს უტოლდებოდა, ხოლო 2012 წელს ის 600 მილიონ ევრომდე შემცირდა.
ხორვატია არ დაუხლოვდა და არც დაუახლოვდება განვითარებულ ეკონომიკებს, რადგან მისი ეკონომიკა არ არის ექსპორტული, ასევე მას არ გააჩნდა შესაძლებლობა ესარგებლა იაფი კრედიტებით სახელმწიფო და კორპორატიული სექტორისათვის ისეთი მოცულობით, რომელმაც უზრუნველყო ზრდის თვალსაზრისით ბუმი რუმინეთსა და იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2004 წელს გახდნენ. იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში ადრე გაწევრიანდნენ, იოლად შეეძლოთ კაპიტალის მიღება იმ ვარაუდით, რომ ევროკავშირში და მის ეკონომიკურ სავალუტო კავშირში რისკები თანაბრად გადანაწილდებოდა მის ყველა წევრს შორის. მაგრამ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ ეს ასე არ არის“.
სხვა ექსპერტებმა პირველ პლანზე შეიძლება სხვა ფაქტორები წამოწიონ, მაგალითად, ის, რომ ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს შეზღუდულ კრედიტებს მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ან ხორვატიის ფინანსური ბაზრის განსაკუთრებულ თავისებურებებს. მაგრამ იმის მიუხედავად თუ ვის დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, ძალიან თვალსაჩინოა ის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციამ სასწაული ვერ მოახდინა, ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყვიტა ხორვატიის ყველა ეკონომიკური პრობლემა და ვერ დააყენა ის დასავლეთთან სწრაფი დაახლოების გზაზე.
გარდა ამისა, გასათვალიწინებელია ის, რომ ხორვატია ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა ქვეყანაა, 4 მილიონიანი მოსახლეობით, და ისეთი მაღალგანვითარებადი ბაზრების გვერდით მდებარეობს, როგორიცაა იტალიის და ავსტრიის ბაზრები. ხორვატიის მოცულობის და კლიმატის გათვალისწინებით, ლოგიკური იქნება ვივარაუდოდ, რომ ის შეძლებს ტურიზმისა და დასვენების ინსდუსტრიაზე დაფუძნებული, წარმატებული განვითარებადი ეკონომიკის შექმნას. უკრაინა კი ბევრად უფრო დიდია: მოსახლეობის რიცხვი 45 მილიონს აღწევს, და მისი კლიმატიც გაცილებით უხეშია. ამიტომ, ყველაზე ოპტიმისტი ანალიტიკოსებიც კი ასკვნიან, რომ უკრაინის გზა აყვავებისა და კეთილდღეობისაკენ გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხორვატიისა.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა ცუდია, ან რომ უკრაინა უნდა შეეგუოს თავის ევრაზიულ ბედს. როგორც ადრე ვამბობდი, თუკი უკრაინელებს უნდათ ევროპაში ყოფნა, ისინი უნდა იყვნენ იქ. მაგრამ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ძალიან იოლად შეიძლება ისეთი სურათის წარმოდგენა, სადაც უკრაინა ევროკავშირში ინტეგრირდება, მისი ეკონომიკა კი მაინც სუსტი რჩება. თუკი შევხედავთ ევროკავშირის ახალი წევრების ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს ბოლო რვა წლის განმავლობაში, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, თქმა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრიანის ეკონომიკის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
foreignpress.ge