შსს-ს აკადემიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს აკადემიას სამართლებრივი განათლების პროექტში ჩართული N64 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები, მათიპედაგოგი და პროექტში მონაწილე უბნის ინსპექტორი ესტუმრნენ. ისინი გაეცნენ პოლიციელთა მომზადებისმეთოდიკას და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „ სწავლება აკადემიაში“.

ბავშვებმა ასევე მოინახულეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლოდარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ტირი.

აღნიშნული პროექტი მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულისპრევენციას ემსახურება.

შსს-ს აკადემიასა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ექსკურსიების გარდა, პროექტის ფარგლებშისხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასებში სპეციალურად მომზადებული საგანი "სამართლებრივი კულტურა"შეისწავლება, რომელსაც სკოლის პედაგოგი და უბნის ინსპექტორი ერთობლივად ახორციელებენ.