სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა დამოკიდებულია რეგიონის ქვეყნებში არსებულ სტაბილურობაზე. რეგიონში საერთაშორისო ძალების ინტერესთა კონფლიქტი პრობლემებს ქმნის და ამის მაგალითია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ქვეყნის პარლამენტში „უცხოური აგენტის“ სტატუსის შესახებ კანონპროექტი განიხილება, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.
რატომ აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს?
„უცხოური აგენტის“ სტატუსი ენიჭება მას, ვინც იღებს უცხოური ძალების მხარდაჭერას, ან მათ, ვინც მათ „გავლენის“ ქვეშ იმყოფება. ყოფილ საბჭოთა კავშირში შესაბამისი კანონი პირველად 2012 წელს რუსეთში გაჩნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთში მიიღეს კანონი „უცხოური აგენტის შესახებ“. ამის შემდეგ, რუსეთში ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და სხვა მსგავსი სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, დაიხურნენ. ეს კანონი აკონტროლებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც იღებენ გრანტებს უცხოეთიდან. საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს მას, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
სხვათა შორის, კანონი „უცხოური აგენტის შესახებ“ აშშ-ში 1938 წელს მიიღეს, სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA). ასეთმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ძალების ინტერესებს შტატებში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის, ურთიერთობებისა და ფინანსების შესახებ. კანონის მიზანია გაუადვილოს ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს ასეთი პირების ქმედებების შეფასება. მას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კონტრდაზვერვისა და ექსპორტის აღსრულების სამმართველო.
ცნობილი კანონპროექტი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში 10-საათიანი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ეს იგივე დოკუმენტია, რომელიც რუსეთშია მიღებული.
კანონპროექტი მოითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის რეგისტრაციას, რომელთა წლიური შემოსავალი 20 პროცენტია საზღვარგარეთიდან და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას. პროექტის მიხედვით, მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
აშშ-მ, ევროკავშირმა, გაერომ, ნატო-მ, ევროპის საბჭომ და დასავლეთის ქვეყნების ცალკეულმა ლიდერებმა თბილისს კანონის არმიღებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართეს.
საქართველოს ხელისუფლებამ მათ კრიტიკას გაუგებარი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას უკვე აქვთ კანონები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ და მსგავსი კანონპროექტები განიხილება ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ხელისუფლებამ 29 აპრილს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა, რათა ეჩვენებინა, რომ კანონპროექტს ხალხი მხარს უჭერს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე დაჰპირდნენ, რომ საქართველო და უკრაინა შეუერთდებოდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თუმცა ეს არ მომხდარა - „ბედის ამარა დაგვტოვეს“.
ეროვნულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე და დასძინა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიკეტება და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის წევრი 2030 წელს გახდება.
განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში გრძელდება ბრძოლა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს შორის. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაწყვეტამ ქვეყნის ეკონომიკა გრანტებზე დამოკიდებული გახადა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.
ამიტომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ხაზს ამჯობინებს. მათ მიაჩნიათ, რომ დასავლეთთან თანამშრომლობამ უკან დააბრუნა საქართველო ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით. ამის მიუხედავად, საქართველო და სომხეთი დასავლეთისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ ზედმეტად სუსტები არიან რუსეთს წინააღმდეგობის გაწევისთვის.
გამოსავალი დამოკიდებულია ერთ-ერთი მხარის (ხელისუფლება და ოპოზიცია) საპარლამენტო არჩევნებში წარმატებაზე. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემდეგი არჩევნები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. „უცხო აგენტის“ კანონთან დაკავშირებული პროტესტი შეიძლება ჩაითვალოს ამ პოლიტიკური კამპანიის რეპეტიციად. ამიტომ ხელისუფლება და ოპოზიცია შემოდგომის არჩევნების წინ ძალებს ამოწმებენ. ესეც შეიძლება იყოს საქართველოში დასავლეთისა და ჩრდილოეთის ინტერესების გავლენების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთი საქართველოში გამოცდას 2008 წლის შემდეგ ხელახლა აბარებს.