ანგარიშსწორება პოლიტიკური მოტივით - გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ანგარიშსწორება პოლიტიკური მოტივით - გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

რა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში? გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტს საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მაგსად საფაროვმა ბოლნისის პოლიციის განყოფილება ცოტა ხსნის წინ დატოვა. "ქართული ოცნების" აქტივისტი გუშინ გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, პოლიტიკური ნიშნით იყო მოტივირებული. საფაროვს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული, მისი ჰოსპიტალიზებაც კი გახდა საჭირო. „ქრონიკის“ სიუჟეტი.