შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცაგერის რაიონის სოფელ ზუბში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლიდან კუსტარულად დამზადებული 5,6 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 15 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).